Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

“- შენ თუ აპირებ შეხვედრის შესახებ პოსტის დაწერას?” მკითხა ნეტგაზეთის ჟურნალისტმა, როცა ბლოგერების და გარემოს დაცვის მინისტრის ჯერ სათანადოდ გაუხმაურებელი შეხვედრის დეტალებმა მაინც გამოჟონა “უქეიფიათ”, “ჩასასტავებულან”, “დრო უტარებიათ” სახით, და ამაზე ყველამ, ვისაც ოდესმე ინტერნეტ ექსპლორერის გარდა სხვა ბრაუზერის არსებობის შესახებ სმენია, ე.წ. კომპეტენტური კომენტარის გაკეთება გადაწყვიტა.

“- მე ჯერ ხალხის რეაქციას შევხედავ, რომ საკუთარი ბლოგის ფორმატში ჩავჯდე” – მეთქი, ვუპასუხე ზ.ა. ჟურნალისტს, და მე მგონი ეს დროც მოვიდა, “ასეთი ხალხის” და “ისეთი ხალხის”, რეაქციისშემდგომი პოსტის დაწერისა.

მანქიერი ბლოგი გაფრთხილებთ, ქვემოწარმოთქმული პოსტის კითხვისას, აუცილებელია საღი აზრის თან ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიერ წაკითხული ყოველი წინადადება, უარყოფითად იმოქმედებს თქვენივე ნერვული სისტემის წინააღმდეგ. Continue Reading »

სარკეში მძღოლის ჩემზე მოშტერებულ თვალებს ვხედავ. ერთ ნაუშნიკს ვიხსნი.

– რამე მითხარით?

– ჰა?

– რამე მითხარით?

– არა შვილო. არ ჩაგეძინოს-მეთქი.

– არ ჩამეძინება.

მეგონა თვალები გახელილი მქონდა, როგორც ჩანს არ მქონია. ნაუშნიკს ისევ ვიკეთებ. ცალ ყურში მუსიკის სმენა იმაზე ცუდია, ვიდრე არცერთში. “you’re going into the bushes, შედიხარ ტყეში-ი, stand by the river, რომელიც მდინარეს ჰგა-ავს, you’re having fun, ვიღაცის სახლში” მღერის ზურა ჯავახია, ან ბასკი, ან ქარჩხა, ან სამივე ერთად.  Continue Reading »

ნახვამდის..

რა ხდებოდა 2011 წელს იგივე და ნაცნობი:

  • ჯერჯერობით ისევ მშობლებთან ვცხოვრობ.
  • კიდევ ერთხელ ვიმგზავრე ავტოსტოპით (თუმცა გზაში დავკარგე ბარგი, რომელიც მერე დავიბრუნე).
  • ისევ 45 კგ ვარ და ისევ მოკლე თმა მაქვს.
  • ისევ ვმუშაობ გადაცემაში “რა? სად? როდის?”.
  • ისევ დავბოდიალობდი ქვეყანაში და ვნახე რამდენიმე აქამდე ჩემთვის უცნობი ადგილი.
  • კვლავაც არეულ-დარეული მაქვს დღის რეჟიმი და პირადი ცხოვრება.
  • ისევ ვაკნატუნებ საშენ მასალას, ძირითადად “შპაკლს” და თაბაშირს, და არად ვაგდებ თირკმლებში პოტენციური კენჭების ამბავს.
  • ისევ სანახავი მაქვს რამდენიმე აღიარებული და თუ-ჯერ-არ-გინახავს-ძალიან-რომ-ტეხავს ფილმი.
  • ჯერ კიდევ არ მიპოვია “ცხოვრების სიყვარული”.

2011 წელს მომხდარი უსიამოვნო ამბები:

  • რამდენიმე კონფლიქტი, იმედგაცრუება და წარუმატებელი ურთიერთობა.
  • გახმაურებული თავდასხმის ამბავი.
  • ბლოგის მიგდება და ნაკლებად პროდუქტიულობა.
  • ჯერჯერობით თმის ვერგაზრდა.
  • უფრო დავჭკვიანდი, შესაბამისად უფრო დეპრესიული გავხდი.
  • დავკარგე კარგი მეგობარი.
  • მივიღე ბევრი უარყოფითი ემოცია ჩემს პოსტებსა და ვიდეოებზე ფიდბექის სახით, განსაკუთრებით ძლიერი ემოციები კი Youtube-ს ჩენელმა მიწყალობა.
  • მოვყევი ავარიაში.

რა მოხდა 2011 წელს ჯერარმომხდარი, მაგრამ სასიამოვნო:

  • გაზაფხულზე გავხდი ყველაზე თვითაღიარებული ბოზი ქვეყნის მასშტაბით. პოსტი დღემდე ყველაზე პოპულარულია, ჩემს პოსტებს შორის, და მისი უამრავი რიმეიქიც იხილა ქართულმა ბლოგოსფერომ.
  • გაზაფხულიდანვე მივაგდე ჩემი ჟურნალისტური კარიერა და გადავბარგდი სოციალურ მედიაში.
  • ჟურნალისტიკის ბოლომდე მიგდება არ გამომივიდა, და პირველი ნომრიდანვე ვწერ ტაბულა არტში.
  • ასევე გაზაფხულზე დავიწყე ფრჩხილების ქლიბვა, და გავიკეთე ტატუ.
  • პირველად მივიღე მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში, გავიმარჯვე პირველ ეტაპზე და ფინალში გავედი მეორე ადგილზე. ეშმაკობის და მანქიერების წყალობით, რა თქმა უნდა.
  • წელს პირველად, და სავარაუდოდ ბოლოჯერ გადმოვხტი ხიდიდან ბანჯით, და ავისრულე დიდი ხნის ნატვრა.
  • წელს პირველად დავესწარი ორი ფილმის გადაღებებს და კადრსგარეთ ვაჩხაკუნე ფოტოაპარატი. სასიამოვნო პროცესია.
  • ვუდარაჯდებოდი და ვიღებდი ჩამავალ მზეებს. 
  • წელს ჩემი მუსიკალური გემოვნება გახდა უფრო ელექტრონული.
  • ახალი სამსახურის წყალობით, ბოლო 8 თვეა ყოველდღე ვლაპარაკობ ინგლისურად, რაც სხვა თუ არაფერი, მართობს მაინც.
  • ვისწავლე და შემიყვარდა პოკერის თამაში.
  • მაქვს ოცნების ლეპტოპი MacBook Air!
  • ვიყავი სტუმრად რამდენიმე გადაცემაში, და თითქმის დავიკანონე გვარი “ბარკერი”.
  • მოვიგროვე ირგვლივ ბევრი ადამიანი, და მათ შორის რამდენიმე ძალიან სასიამოვნოც.
  • მეგობრებთან ერთად ვაკეთებ სატირულ-იუმორისტულ პროექტს “ჩიტი“.
  • გასულ წელზე მეტი ყურადღება დავუთმე ჩემს 9 წლის დას, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება.
  • წელს დავიწყე სიარული პიროვნული განვითარების გრძელვადიან ტრენინგზე. ჯერჯერობით საცდელი ბოცვერივით ვგრძნობ თავს.
  • აღმოვაჩინე და გავხდი 9Gag-ზე დამოკიდებული.

რას მოვახდენ 2012 წელს?

ვიცხოვრებ კიდევ უფრო ისე, როგორც მინდა და აუცილებლად დავუშვებ ყველა იმ შეცდომას, რომელიც ბედნიერს გამხდის.

მადლობა ყველას, ვინც ჩემ გვერდით იყავით მთელი ეს დრო, ნახვამდის 2011 წელო, შევხვდებით 2012-ში.

მანქის პოზიცია

ზუსტად შვიდი დღე

too perfect to be true..

პირველი დღე – შაბათი

23:50

“ონლაინ რომ არასდროს არიან და სინამდვილეში აქ არიან, ეგეთი ხარ ხო?”

მეცინება, კი ეგეთი ვარ. და დაიწყო..

“იმდენი mutuals friends გვყავს, რომ beautiful stranger-ის სტატუსს კარგავ, არა პრინციპში მხოლოდ stranger-ისას.”

მეღიმება.

“ნახე როგორი ტონკი კომპლიმენტი იყო?”

ვიცინი.

“კეისარს ხვდები? მისმინე, არ მინდა პრობლემები შემექმნას..”

(რა სიმპათიურია)

“არ შეგექმნება, კარგი ხასიათები აქვს კეისარს.”

საერთო ნაცნობები + 10 წუთი.

ქართული კინოინდუსტრია + 30 წუთი.

პეპერსების ახალი ალბომი + 15 წუთი.

ქართული ალტერნატიული მუსიკა + 5 წუთი.

მოსაწყენი უიქენდი/ლუდი/ღამე ჭამა/ვაშლი + 40 წუთი.

ფეხბურთი + 35 წუთი.

გოგოები/გოიმი გოგოები/სვეცკი გოგჩოები + 10 წუთი.

Tv-shows/vlogs/Failblog/9GAG + 25 წუთი.

ბიჭები/არამწეველი ბიჭები/გრუზინი *ლეები + 10 წუთი.

უმცროსი დები/უმცროსი ძმები/შვილები + 15 წუთი.

კინო/მუსიკალური ინდუსტრია,ამერიკა, NYC, LA, ბრიტანული ინგლისური, პოპ-პანკ ბავშვობა, ინდი, ტრიპ-ჰოპი, არქთიქ მანქიზ – checked, checked, checked..

05:56 – გათენდა, ძილი ნებისა.

ვაშლი დამესიზმრა. ბევრი.

მეორე დღე – კვირა

13:30 Continue Reading »

Refresh

“- წელიწადის რომელი დრო გიყვარს ყველაზე მეტად?

– შემოდგომა.”

საღამოს გაღვიძება და უსიამოვნო წინა დღე, ლეპტოპი, ფეისბუქი, სამი ნოტიფიკაცია: ლაიქი, ივენთის მოსაწვევი, მეგობრობის თხოვნა. Refresh, რამე მუსიკა, არა, ეგ არა, არც ეგ. კარგი, არ გვინდა მუსიკა. ხუთ წუთში მზე ჩავა, ვერ მოვასწრებ გადაღებას? ვერა. სასაცილოა რას დასდევ ამ ჩამავალ მზეებს. იმიტომ ხომ არა, რომ უფრო თბილია, ვიდრე ამომავალი? ჰა-ჰა! არ ადგები? ჰო, რა აზრი აქვს. კარგი, იქნებ გეჭამა რამე. არ გინდა? რა აზრი აქვს +/-3 კგ. Refresh, ანთია? არა არ ანთია. ვოლზე შევიხედოთ, ლინკები, ლაიქები, მომენატრეები, მიყვარხარები, გულები, სმაილები. ტფუ. Refresh. სიგარეტი. გავიდეთ? სად გავიდეთ, უბანი იდიოტებით გაქვს სავსე.

– პინგ.

– პონგ.

– როგორ ხარ?

– I’m ok.

– რას შვრები?

– არაფერს. გავიღვიძე.

– ცუდ ხასიათზე ხარ?

– საერთოდ არ ვარ არანაირ ხასიათზე.

– კაი.

(***** is typing) (***** has entered text) (***** is typing) Continue Reading »

მე, ის და ცოლი.

ისევე როგორ ყოველთვის, ახლაც ხმაურიანად და მთელი გულით გაათავა, ფრთხილად მოიძრო პრეზერვატივი, იქვე საწოლის გვერდით დააგდო და მერე ღრმა სუნთქვით რეჟიმში ჩემ გვერდით ლოკაციას დაუბრუნდა.

მე უკვე მესამე წრეზე ვიყავი წასული, და საერთოდ პორნოებში რომ სინქრონულ ორგაზმს აჩვენებენ, დიდი და ჰარმონიული ბლეფია.

ზურგზე წევს და ჯერ კიდევ ხმამაღლა სუნთქავს, მეც ზურგზე ვწევარ და ვიღიმები. სულ ვიღიმები, როცა ვერ მხედავს. ინსტიქტია – ადამიანებს ბევრი დადებითი ემოცია არ გაუზიარო, თორემ ან სულელად ჩაგთვლიან ან შენ აღარ დაგრჩება. ან ერთიც და მეორეც.

პოსტორგაზმული ლაპარაკი ყველაზე გულახდილი ლაპარაკია ამქვეყნად, სტრესები დროებით განდევნილი, სქესთაშორისი ბალანსი გაწონასწორებული, ორივე მხარე კმაყოფილი, ვიტყოდი ბედნიერი და უშფოთველი. სულ რამდენიმე წუთით თავი სრულიად უსქესო არსებები გვგონია, მაქსიმუმ ცხვირი გავუხახუნო კისერში, რაც ალბათ უფრო ცხოველური ინსტიქტია, ვიდრე ადამიანური გათვლადი მოფერება. Continue Reading »