Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘მისიონერული პოსტები’ Category

რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც საკუთარმა გამოცდილებამ ჩამცხო თავში.

1. სკოლის მერე უნივერსიტეტში დაგხვდებათ ბევრი თავისუფლება. ჰოდა გაუფრთხილდით, ეცადეთ გონივრულად დახარჯოთ დრო. ძალიან მზიან და კარგ ამინდში, უნივერსიტეტის ეზოში ჯდომა და მეგობრებთან ერთად ლუდის სმა “ასწორებს”, მაგრამ მალე გბეზრდება და თან ბევრი არაფერი მოაქვს. სამწუხაროა იმის შემჩნევა, რომ გამოცდების მოახლოებისას “მეგობრებიც” შემოგეცლებიან, და მხოლოდ შენი სიჯიუტე რჩება.

2. სწავლასა და მუშაობას შორის, არ გააკეთოთ არჩევანი მუშაობის სასარგებლოდ. (more…)

Read Full Post »

მანქ

ვის რა დაგიშავათ ნიკო ნერგაძემ? ოთხშაბათს ახალი, ჩვეული ენით დაწერილი და ლირიული გადახვევებით აღსავსე, ჩვეულებრივი სტატია გამოგვიცხო. (ენით სტატიას როგორ წერთ? მითხარით მერე, მაინტერესებს)

სტატიაში ახალი კი არაფერი წერია, მაგრამ სამაგიეროდ სრულიად ფეისბუქ-ტვიტერ-სოციალური და აქამდე ასოციალური ადამიანებიც აღშფოთდნენ. (ო, ეს ის სიტყვა არ გახლავთ მონ სენიორ..)

რავიცი. მე მგონია, რომ სასაცილო, საზოგადო და ზოგადად ბლოგებში ნიკოს ბლოგი ყველას სჯობია. კი, რამდენჯერმე ნიკოსაც გაუკეთებია საოცარი ”საშინელება” მაგრამ, როგორც წესი, მის სტატიას „მარგინალობისთვის“ ლანძღავენ და არა იმიტომ, რომ მკითხველებს ზოგჯერ საოცრად რომ მოანატრებს თავს და პოსტებს არ წერს, ან ისე წერს წაკითხვა არ მოგინდება და გრძნობ ავტორს ერთი სული აქვს ბოლომდე როდის გავა და ამოისუნთქავს რომ რამდენიმე თვის ვალი მოიხადა. ბოლო აღშფოთებებიც ხომ პოსტში გამოთქმულ არგუმენტებს მოჰყვა. ობიექტური შეფასება მარგინალობაა? ალბათ კი. ისე ნიკო თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მუწუკიანი თინეიჯერი გგონიათ რომ განსხვავებულობის სურვილით შეპყრობილს დაეწერა ეს პოსტი? ჰა ჰა.

აი რითი სჯობია ნიკო ნერგაძე და მისი ბლოგი სხვებს: More

Read Full Post »

 

მანქ

გამარჯობა, შენ ახლა მაიმუნების ბლოგზე იმყოფები. აქ შესაძლებელია წაიკითხო პოსტი ინსეფშენზე, კრის ნოლანის გე–ნი–ა–ლურ ფილმზე, მაგრამ ეს რეალური სამყაროა,  მე კი გეპატიჟებით ჩემს სიზმარში, ამისათვის საჭიროა თვალები დახუჭოთ.

Read Full Post »

მანქ

ეს კიდევ ერთი ის შემთხვევაა, როცა დიდი ხანია მინდა პოსტის დაწერა, მაგრამ ეს დიდი ხანი იმდენხანს გრძელდება, რომ, როცა უკვე ამ ფანჯარასა ვხსნი ყველაფერი მავიწყდება.

შესავალი..

ერთი პერიოდი ძალიან სკანდალური პოსტის დაწერასაც ვაპირებდი, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

გავცივდი ძალიან, (ამ სიცხეში სად მოახერხე? ბანალური კითხვაა და უკვე ბევრმა დამისვა, ასე რომ არ გინდათ.) არამარტო მე, ნათიც ”ჩაწოლილია”, წეღან კიდევ ჟოკეიმ გამახარა იმით, რომ ჩემსავით სელპაკი ჰქონდა აკრული ცხვირზე..

მოკლედ ბევრი და უაზროდ რომ არ ვიბოდიალო, რამდენიმე სიმღერას დავდებ, რომლებიც ჩემი აზრით საკმაოდ კარგებია..

მოკლედ მანქის ჩარტებში გასული სიმღერები და შემსრულებები, ან პირიქით:

მეხუთე პოზიცია:

აღწერა: ნებისმიერ ხასიათზე შეიძლება მოუსმინო. მართალია რაღაც მომენტში ხვდები რომ ძალიან გაბეზრებს თავს, მაგრამ თავიდან იწყება თუარა ეგ გრძნობა გიქრება.

მეოთხე ადგილი:

აღწერა: როგორც წესი ყოველთვის შემთხვევით ირთვება და არა გამიზნულად. და არ მახსოვს შემთხვევა რომ მომინდეს ამ სიმღერას მოვუსმინო და სპეციალურად ამისთვის ჩავრთო. თავისთვის გდია ფლეილისტში და არ მაწუხებს. მაგრამ თუ დაიწყო, მიხვდები, რომ ეს ისაა რისი მოსმენაც გინდოდა ყველაზე მეტად.

მესამე ადგილი:

აღწერა: სხვანაირია. კარგია. მომწონს. სევდიანიცაა და მხიარულიც. და მხიარული სევდიანიც.

მეორე პოზიცია:

აღწერა: ამაზე ვიღვიძებ დილით, მიყენია მესიჯის ზარად, ვმღერი უსაქმურობის დროს, ვმღერი მექანიკურად, მოკლედ ვიცი რომ მალე ვეღარ ავიტან, მაგრამ ჯერჯერობით მომწონს.

პირველი ადგილი:

აღწერა: ამ ბოლო დროს ძირითადად Fიმეილ ვოკალისტებს ვწყალობ. ეს კი ის სიმღერაა რომელსაც ყველაზე მეტად ვწყალობ. არ ვიცი როგორ უნდა აღვწერო. უბრალოდ კარგია და მორჩა.

ენდ ბონუს თრექ  – ზ’ სეიმ ბათ ლაივ.


(c) Monkey

Read Full Post »

არ შემეძლო ამის არ გადმობლოგვა.. ❤ ❤

15 days of autumn ბლეჰ, არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა ამ ფილმზე რევიუს დაწერა. ტრეილერის გამოსვლის დღიდან, მომენტალურად მისი მოტრფიალე გავხდი, ყოველდღე ვნახულობდი და ვდებილდებოდი ტრეილერით. ყველაზე მეტად ველოდებოდი მის გამოსვლას, ასეთი ძლიერი სურვილი ფილმის ნახვისა, არასოდეს მქონია. ვაპირებდი მენახა, მხოლოდ ერთ ადამიანთან ერთად. დღეს როგორც იქნა ვნახე სურათი, ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანთან ერთად, უბრალოდ არა იმ ერთადერთთან, რომელთანაც ვაპირებდი. 500 days of s … Read More

via Kubrick's Blog

Read Full Post »

მანქ

ამ ბოლო დროს მაწუხებს ბლოგის პერსონალურობა.

თუმცა მაინც ეგოისტურად ვთვლი რომ ჩვენი ბლოგი მთლად მაინცდამაინც პირადულიც არაა და ზოგჯერ ზოგადსაკაცობრიო თემებსაც გავკრავთ ხოლმე კბილს.

აი მაგალითად ახლა ზოგადსაკაცობრიო თემას ვეხები, ვისაც არ გჯერათ, ცოტა კიდევ წაიკითხეთ.

ბაზარზე ახალი სიგარეტი (?) Djarum გამოჩნდა. დღეს სუპერმარკეტში, ხვალიდან უკვე პრესის ჯიხურებში.

რატომ ვწერ რაღაც ინდონეზიურ პროდუქტზე, რომლის სტატუსის დასადგენად, მთელ დღეს თავს ვიმტვრევდი? 

საინტერესო მომეჩვენა.

როგორც უკვე აღვნიშნე, დიდხანს  ვცდილობდი გამერკვია ეს რაღაც სიგარეტი იყო თუ სიგარა, თუ რაღაც უფრო შუაში.

იმის ნიშნები რომ არის სიგარეტი:

  • არ ჰგავს სიგარას.

იმის ნიშნები რომ არის სიგარა:

  • ნაფაზი არა აქვს თითქმის.
  • ტოვებს უცნაურ მოტკბო გემოს.

იმის ნიშნები რომ არის რაღაც შუაში:

  • არ ჰგავს სიგარას.
  • ნაფაზი არა აქვს თითქმის.
  • ტოვებს უცნაურ მოტკბო გემოს.
  • ძალიან ხმამაღლა იწვის. აი ისე დაახლოებით, როგორც ღამის სამ საათზე აივანზე ჩვეულებრივი სიგარეტი იწვის. მაგრამ ეს იმავეს პირველი კორპუსის ეზოში, ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აკეთებდა. (თანაც დღის ოთხ საათზე!)

კარგი, გადავედით უშუალოდ საქმეზე, ვიკიპედიაში ვახე რომ Djarum არის Clove სიგარეტი. ჩემმა მწირმა ინგლისურმა ამდენი ვერ გაქაჩა, სხვათაშორის ვერც გუგლთრანსლეითის ქართულმა ენამ. შესაბამისად ისევ მშობლიური რუსულისა და მშობლის დახმარებით გავიგე რომ ეს “რაღაც” მიხაკი ყოფილა. ანუ მიხაკის სიგარეტი. უცნაურია? კი გეთანხმებით.

მე ჯერჯერობით ორი სახის მოვიპოვე, შავი და ალუბლის.

სურათები ჯობდა მე თვითონ გადამეღო ალბათ, მაგრამ უსბს რაღაც ჭირს, ამიტომ ისევ გუგლი გვიშველის.

მეც და ჩემმა შერჩეულმა ფოკუს ჯგუფმა, დეგუსტაცია ალუბლით დავიწყეთ.

Djarum Cherry

კოლოფის გახსნა და საკმაოდ მძაფრი ალუბლის სუნის შეგრძნობა ყველამ მოვახერხეთ, თანაც სულ რაღაც წამებში, (ყოველშემთხვევაში იქამდე მაინც, ვიდრე კარტოფილი მოხარშვას მოასწრებდეს).

მე როგორც მწეველი, პირველ რიგში დავინტერესდი სიგარეტის სიძლიერით, სხვებსაც ეგ ვკითხე. ერთხმად ვაღიარეთ რომ – არა.

Djarum-ის მონაცემები შევადარე იმ სიგარეტისას რომელსაც მე ვეწევი. სტატისტიკა ასე გამოიყურება:

Djarum – კუპრი 10.0  ნიკოტინი 1.0 მხუთავი აირი 10.0

სხვა სიგარეტი  – კუპრი 06.0 ნიკოტინი 05.0 მხუთავი აირი 05.0

შესაბამისად ის, რომ ნაფაზი ვერ დავარტყით, დავაბრალეთ ფილტრს, რომელიც საკმაოდ გემრიელად გამოიყურებოდა. (ჩვენი ლოგიკით ეს საკმაოდ ძლიერი მონაცემები, ფილტრმა თავისთავზე აიღო და ჩვენ არ დაგვღუპა)

შემდეგ დადგა შავის დეგუსტაციის ჯერი.

Djarum Black

პირველი რაც ასევე ერთხმად ვაღიარეთ იყო დიზაინი. ყოველშემთხვევაში, ჩვეულებრივ სიგარეტზე გაზრდილ გოგო–ბიჭებს ძალიან მოგვეწონა სულ მთლიანად შავი სიგარეტის ღერი. (მაინც ეს მენტალიტეტი რას შვრება.)

სუნმა გაგვკვირვა, ვცდილობდით გაგვერკვია ჩაის ვეწეოდით თუ თამბაქოს, ესეც ტკბილი იყო თუ გემო “იმ ალუბლიანისგან” დაგვრჩა. მოკლედ დიდი დავიდარაბის შემდეგ დროა დასკვნის წერა დავიწყო.

თუ თქვენ ხართ 8 ნომერ კენტზე, მარლბოროზე, ვინსტონზე, კომეტზე და სხვა ასეთივე კლასიკაზე გაზრდილი მწეველი, ეჭვი მეპარება იყიდოთ ეს სიგარეტი.

იმიტომ რომ ნაფაზში მოიკოჭლებს.

თუ თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც მხოლოდ ლამაზი ანთებული საგნის ხელში ჭერა მოგწონთ, დროდადრო პირისკენ წაღება და ტკბილი ფილტრის მოლოკვაც გსიამოვნებთ, მოგბეზრდათ ერთი და იმავე ფორმის, ზომის და გემოს სიგარეტები, მაშინ სცადეთ. იქნებ მოგეწონოთ კიდეც Djarum – ის განსხვავებული დიზაინი, განსხვავებული გემო, და განსხვავებული ფასი.  

პ.ს. ჩემი პირადი აზრი – ალუბლის ღერის ბოლომდე იმ ფერის რომ იყოს რა ფერისაც ფილტრია, უფრო კარგი იქნებოდა.

(c) Monkey

Read Full Post »

მანქ

– თანამებლოგევ, როგორ ფიქრობ, გამოვედით შემოქმედებითი კრიზისიდან?

დამაჭირე მკითხველო:

ჰო მეც ეგრე მგონია, რომ უბრალოდ ცოტა ხნით გამოვცოცხლდით.

მოსაყოლი დამიგროვდა დღევანდელ დღეზე.

ყველაფერი თავიდან იწყება ზოგადად, და დავიწყებ მეც.

დავიბადე 1989 წლის 24 ნოემბერს, არა, უფრო თავიდანაც შეიძლება, 1989 წლის მარტის ერთ წვიმიან დღეს, ჩემმა მშობლებმა დროის მყუდროდ გატარება გადაწყვიტეს და..

კარგიკარგი.

გუშინ დილით რადიოდან შემითანხმეს, რომ 12–ის 20 წუთზე უნდა ვყოფილიყავი შენობაში. კარგი მეთქი, და ამ წუთამდე ვერ ვხვდები, რატომ ჩათვალა ჩემმა ტვინმა რომ 12–ის 20 წუთი, 12 საათის შემდეგ მოდიოდა, და მშვიდად დააყენა მაღვიძარა 10–ზე. (ერთი საათი – ადგომისთვის მზადება, ადგომა, გასვლისთვის მზადება, მეორე საათი გზაში) მხოლოდ დილით, 10 საათზე რომ გავიღვიძე და მაღვიძარა რომ მშვიდად გადავაყენე 11–ის ნახევარზე, სადღაც სამ წუთში ჩემმა ტვინმა დაუშვა ის ფაქტი, რომ 12–ის 20 წუთი 12 საათამდე მთელი 40 წუთით ადრეა. ეს კიდევ სწორედ ის 40 წუთია გზაში რომ უნდა დამეხარჯა.. და..

ვაიმე!!

მერე არაა საინტერესო 15 წუთში ყველაფრის მოსწრების დეტალები და გამოვედი.

წავედი, ავედი, მივედი, გამოვედი, ჩავჯექი, წამოვედი. მოკლედ სადღაც 1–ის ნახევარზე უკვე ამირანში ვიყავი პრესკონფზე.

სანგუკო რაღაც ფილმებს იღებს, დაწვრილებით ინფო შეგიძლიათ აქ ნახოთ. მე კი ამის თქმის მიზეზი იმიტომ მაქვს, რომ გაგიკვირდებათ და ქასთინგში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. საერთოდ ასეთ რამეებს მერე “აბაზრებენ”, როცა უკვე წარმატებას აღწევენ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ბლოგს მაინც არავინ კითხულობს, “გათვალვა” არ მემუქრება.

მორჩა პეკა და ავედი ფილარმონიაში. იქ, როგორც მოგეხსენებათ ალბათ უკვე, წიგნის ფესტივალი მიმდინარეობს, ჰოდა მივათვალიერ–მოვათვალიერე იქაურობა.

სუნთქვა შემეკრა როცა ქარჩხაძის საგამომცემლო სახლის სტენდზე “ბეჭდების მბრძანებლის” მეორე წიგნი დავინახე. გუშინ გამოვეცითო. მთელი 17 ლარი ღირდა. გაგიკვირდებათ და არ მქონდა ეს მთელი 17 ლარი. არც ნაწილი.

მერე ჩამოვედი ქვემოთ ივენთ ჰოლში დაღვრემილი სახით, და ვიხსენებდი ნაცნობებს, რომელთაც შეეძლოთ ჩემთვის 17 ლარის სესხება კვირამდე. რა თქმა უნდა ვერავინ გავიხსენე.

მერე უცებ მივხვდი, რომ ღმერთი მართლა არსებობს, და ეს ღმერთი ჩემი ბუღალტერი თემო ყანჩაველია, რომელმაც ფილარმონიაში შემოისეირნა, მამაშვილურად ამოიღო ჯიბიდან მთელი 20 ლარი და მომცა.

ვისაც ახლა თვალები არ გაგიფართოვდათ გაოცებისგან, ესე იგი თქვენ არ იცნობთ თემოს. თუმცა სულერთია.

მერე ავვარდი, ვიყიდე წიგნი, ბედნიერმა ლამის მთელ ფილარმონიას გავაგებინე, რომ ბედნიერი ვიყავი. მერე ზურიუსი დავინახე თუ დამინახა და წიგნი ვაჩვენე, და მკითხა უი გამოსწორდიო შენო? რა პონ”ჩ”ი მეთქი, და გოთი თუ ემო არ იყავიო?

ომგ.

ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო.

ჰო, მერე აღარაა საინტერესო, როგორ ავედი უკან რადიოში, მქონდა კიდევ ერთი ჩართვა, ძალიან ცუდი და უსარგებლო და ა.შ.

სულ ეს იყო. რა არ გაინტერესებდათ?

(c) monkey

Read Full Post »

მანქ

სპამის განმარტება იცით ვინმემ?

ჩემთვის სპამი უბრალო ნაგავია, ელ.ფოსტის განყოფილებაში, რომელსაც ხშირად წაუკითხავად ვშლი.

სპამს ასევე ეძახიან რამე შეტყობინებას რომელშიც რეკლამაა მითითებული.

მოკლედ ვიკიპედიური განმარტების ნახვას აზრი არა აქვს.

მე ვაპირებ აგიხსნათ რა არის ქართული სპამი.

[ციტატის დასაწყისი] ეს არის პირველი ქართული მისტიკური თრილერი, რომლის პრემიერა 5 მაისს, 8 საათზე კინოთეატრ ამირანში შედგება. [/ციტატის დასასრული]

რეჟისორი რამაზ ჩაჩანიძე, სცენარს ავტორი დავით აბულაძე, მსახიობები ბლაბლა და ბლა. კიდევ რამდენიმე ბლაც და ეგაა..

რა “ეგ”?

იმ პრემიერის სცენარი, რომელიც დღეს 5 მაისს უნდა გამართულიყო კინოთეატრ ამირანში.

მსახიობები მოვიდნენ ისე, როგორც ჰოლივუდში არა, მაგრამ, ნუ დავუკარგავთ და ეცვათ კლასიკურად.

წითელი ხალიჩაც იყო ისე, როგორც ჰოლივუდში არა, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, წითელიც იყო და ხალიჩაც.

ალა ფურშეტი? ნუ რედბული+არაყი+ორი საწრუპი ჩხირი = რაღაც კოქტეილს.

საზეიმო განწყობა? ფოიეში “კანფეტკების” ორჯერ უხეირო გასროლ–გადმოფრქვევა.

კამერები? ფოტოგრაფები? კი იყვნენ იყვნენ..

რეჟისორი? მგონი მოვიდაო, ამბობდნენ.

ფილმი? მოვიტანეო, ამბობდა.

რა მოხდა?

გახდა 8 საათი: არავის უღელვია საზოგადოების სიმცირეზე. პრინციპში ეს ხომ ასეც უნდა ყოფილიყო.

გახდა 9–ის ნახევარი: ნუ შეიკრიბა თითქმის ყველა. აი ერთი–ორი კაციც და ვიწყებთ.

დააკლდა 9–ს 15 წუთი: ცოტა დათბა, აი იმ ერთი ორი კაციდან ერთი უკვე მოვიდა, მეორეც და დავიწყებთ. ნაცნობებმა ერთმანეთი ვიპოვეთ, “სასტავები” ერთად დავდექით, და ვმსჯელობთ როგორი იქნება ფილმი.

გახდა 9 საათი: ნუ ახლა ეს უკვე მეტისმეტია, საკმაოდ დათბა უკვე იმისთვის, რომ მიხვიდე და წყალი იყიდო. კულუარებში გავრცელდა ჭორი, რომ ჯერ რეჟისორი არ მოსულა, და ფირი არ მოუტანია.

9საათი და 15 წუთი : ვეძებთ სადმე დასაჯდომ ადგილს, ფეხები დაგვაწყდა. ამოვიღეთ გუშინდელი პრეს–რელიზები, ვცდილობთ მივხვდეთ თუ ფილმი ოდესმე დაიწყება რა გველოდება წინ. აღმოვაჩინეთ რომ, [ციტატის დასაწყისი] სპამში საშიში სცენების გარდა იხილავთ: რეალურ სპეც–ეფექტებს, ბევრ სისხლს, ულამაზეს ეროტიკულ სცენებს და თქვენ წარმოიდგინეთ იუმორსაც კი. [/ციტატის დასასრული]

9 საათი და 25 წუთი: ჯერ კიდევ ვიცინით “თქვენ წარმოიდგინეთ იუმორსაც კი”–ზე.

10–ის ნახევარი: წყალი გათავდა. ძალიან ცხელა. ლაპარაკის თავი არავის აქვს. ფოიეში ვიღაც ყვირისს [ციტატის დასაწყისი] გამოვიდეს ვინც შექმნა ეს საოცრება და გვითხრას რატომ ვიცდით აქ საათნახევარი ეს დედაარღნიანი! [/ციტატის დასასრული]

10–ს უკლია 20 წუთი:

– ათამდე მოვიცადოთ და წავიდეთ.

– გიჟი ხო არ ხარ, მე მივდივარ ათ წუთში.

10–ს უკლია ათი წუთი: ხალხი თითქმის დაიშალა, მთავარი როლის შემრულებელი მსახიობების, დარბაზის შესასვლელთან მდგარი კინოთეატრის განმკარგულებლების, ერთი–ორი სიბნელის იმედად წამოსული წყვილის, ერთი–ორი დამლაგებლის, ერთი–ორი დაცვის ბიჭის, ერთი–ორი მოცლილის გარდა, თითქმის ყველა წავიდ–წამოვიდა.

10 საათი: – ხომ მაგარი “ქართული უჟასი” ვნახეთ?

კი.

მე ვნახე.

(c) monkey

Read Full Post »

მანქ


ქინზე ვწერ.

მოკლედ და ბევრი ლაპარაკის და ბოდვის გარეშე.

მე მომწონს ეს ჯგუფი.

არა აქვს მნიშვნელობა გაცვეთილია თუ არა/ვითარდება თუარა/ჩარჩენილია თუ არა/რაღადროს ქინია თუ არა და ა.შ. თუ არა.

Keane

რატომ ეგოისტი ბენდი?

ეს ისეთი ჯგუფია, თუ უბრალოდ ჩართავ და ყურებში ნაუშნიკებს გაიკეთებ, ტვინს გაგიბურღავს და ნერვებს მოგიშლის. შესაბამისად თუ არ ხარ განწყობილი და მთელი ცნობიერება სასმენი აპარატისკენ თუ არ გაქვს მომართული, ამაზე საშინელი არაფერი გექნება მოსმენილი. ასე რომ ეგოისტური მგონია მისი ამ უნარის გამო. თუმცა ეგოისტობის ყველაზე დადებითი გაგებით.

ეს ჯგუფი იმათთვის არაა, ვისაც იმაზე ბევრად ფერადი ჰგონია სამყარო ვიდრე არის.

არც იმათთვისაა ვისა კამერონ დიასზე მეტი ღიმილი აქვს სახეზე.

პაპსავიკებო და ქოლდფლეისტებო: დატოვეთ ბლოგი!

არც იმოებმა შეიწუხოთ თავი ქინის მოსმენით,(ნუ ვარდისფერმა იმოებმა სცადეთ რავიცი) არც ეგრე ძალიან მტირალა ჯგუფია.

ალტერნატივას ვინც მისდევთ, ვერაფერს გირჩევთ, თქვენ თვითონ ვერ გაგირკვევიათ რა გინდათ.

ჰევი მეტალის მოყვარულებო, თქვენთან ერთი კითხვა მაქვს: აქ რამ შემოგიყვანათ?

პანკი/სქრიმო/პოსტ–ჰარდკორი: 15 წელს რომ გადაცილდებით, მერე შემოლაგდით.

(c) monkey

Read Full Post »

მანქ


საპოსტე განწყობისთვის..

ოდნავ ნაცნობმა ადამიანებმაც იცით ჩემი მუსიკალური გადახრების შესახებ.
ვინც არ იცით ან არ გახსოვთ რას წარმოადგენს ზემოხსენებული ტერმინი, აგიხსნით ახლავე.
მანქის მუსიკალური გადახრა ნიშნავს: 2–3 თვეში ერთხელ, უკვე ყელში ამოსული ჯგუფების აფეთქებას, სმენაზე პასუხისმგებელ ორგანოებში. აფეთქებას გააჩნია. ძირითად შემთხვევებში ეს აფეთქება მარილიანი ჩანჩქერებით გრძელდება და სახეს მიხმობს.

მითუმეტეს რაც დედამიწა გადაიხარა 8 სანტიმეტრით, ჩემი გადახრაც უფრო მეტად მარილიანი და სველი აღმოჩნდა ამჯერად..

ჰოდა ეს გადახრა ჯგუფ ქილერსს ეძღვნება მთელი სულით და გულით. ყველაზე მეტად ამ ზაფხულის მიწურულს და შემოდგომაზე ვწყალობდი ამ ჯგუფს და მერე მივივიწყე. ახლა კი დიდი აფეთქება მაქვს სახელად მის ბრაითსაიდ.. კითხვის გაგრძელება

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »