ანუ, როცა უბრალოდ კამერის გამოყენება გინდა და არ იცი როგორ.
Archive for the ‘მაიმუნის ბოდვანი’ Category
მოლაპარაკე თავი
Posted in გზაზე მიდის ერთი მანქი, ვიდეო, მაიმუნის ბოდვანი, მისიონერული პოსტები, tagged თოვლი on თებერვალი 14, 2011| 13 Comments »
ერთი პადრე, ორი ბებია და MMF
Posted in მაიმუნის ბოდვანი on იანვარი 7, 2011| 17 Comments »
სიზმრების მოყოლა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ოღონდ ისე, პირადად ვბურღავდი ხან ვის, ხან ვის. ამ სიზმარში იმდენი ადამიანი ფიგურირებს, ძალიან მეზარება ყველას ვუთხრა, რომ დამესიზმრნენ.
დავიწყებ თავიდან. სოფელში ვიყავი იმიტომ, რომ ბებია მომიკვდა. გარეთ ეზოში ქელეხი (დასავლეთში – გასვენება) იყო, მე შიგნით, ოთახში ვიყავი. არამხოლოდ მე. ორ საწოლზე ვიწექით (მარჯვნიდან) კიბორგა, მე, დოდკა და საბა. საბას კი როკო ეჯდა საწოლზე. და თან რაღაც რომანტიული კონტექსტით. საბა და დოდკა დამცინოდნენ იმ პოსტზე, რომელიც სოფია კოპოლას ფილმს მივუძღვენი, და მეუბნებოდნენ, რომ ვარ სრული დებილი, ეს რამ დამაწერინა. რომ მე არ მესმის კინოს არაფერი და ხარხარებდნენ და მე ვბრაზდებოდი. (more…)
Tbilisi Altervision / Newcomers (Showcases)
Posted in მაიმუნის ბოდვანი, tagged altervision, გულედანი, ეფემერა, უცხოური პრაქტიკა, Loudspeakers, newcomers, showcase, Sour Skin, World In My Ass on ოქტომბერი 14, 2010| 10 Comments »
ნიუქამერებზე უკვე დაიწერა. ალბათ არაერთ ადგილასაც. თუმცა მანქი ყოველთვის გთავაზობთ ექსკლუზიურ ინფორმაციას და ამასთანავე საინტერესოს (იმდენი შენ რა გითხარი სალომე!) მოკლედ ასეა თუ ისე, მეწერება და რა ვქნა.
იყო და არა იყო რა, ერთ მშვენიერ დღესაც წავედი ამ ალტერვიზიის პრესკონფერენციაზე, სადაც გამოცხადეს რომ ნიუქამერების შერჩევა იწყებაო, ეს მოხდა… (more…)
12 ორშაბათი და 4 პერო (ანუ ამბები წარსულიდან და მომავალში)
Posted in მაიმუნის ბოდვანი on ოქტომბერი 9, 2010| 4 Comments »
ხომ იცით როგორ მიყვარს ზედმეტი შესავლების გაკეთება. ჰოდა ვითომ გავაკეთე ეს ზედმეტი შესავალი და გადავიდეთ პირდაპირ ამბების მოყოლაზე.
ამბების კარგებად და ცუდებად დაყოფა/დახარისხება მგონი მეზარება და ამიტომაც პირდაპირ რაც გამახსენდება მოგაყრით და დასკვნები თქვენ აკეთეთ.
სათაურის ამბები მერე იყოს, ისე ცოტა არ იყოს და მომენატრა ბლოგზე წერა. ისეთი დაკავებულიც არ ვარ, რომ არ მეცალოს პოსტის დასაწერად, უბრალოდ ფორმატის შეცვლა გადავწყვიტე და პირადი პოსტების აღკვეთა მინდა.
აქვე ერთ საიდუმლოს გავამხელ და მგონი ბლოგიდან წასვლას ვაპირებ. (დედა რა რაღაცნაირად ჟღერს..) არადა წასვლა არაფერ შუაშია. ამ ბოლო დროს თავს არა მყუდროდ ვგრძნობ და არ მომწონს აქაურობა.
More
ნუ, შეეშვით ნიკო ნერგაძეს
Posted in მაიმუნის ბოდვანი, მისიონერული პოსტები, tagged და ა.შ., მაია ასათიანი, მთელი ცხოვრება, მუწუკებიანი თინეიჯერი, ნიკო ნერგაძე, პროფილი on სექტემბერი 23, 2010| 19 Comments »
ვის რა დაგიშავათ ნიკო ნერგაძემ? ოთხშაბათს ახალი, ჩვეული ენით დაწერილი და ლირიული გადახვევებით აღსავსე, ჩვეულებრივი სტატია გამოგვიცხო. (ენით სტატიას როგორ წერთ? მითხარით მერე, მაინტერესებს)
სტატიაში ახალი კი არაფერი წერია, მაგრამ სამაგიეროდ სრულიად ფეისბუქ-ტვიტერ-სოციალური და აქამდე ასოციალური ადამიანებიც აღშფოთდნენ. (ო, ეს ის სიტყვა არ გახლავთ მონ სენიორ..)
რავიცი. მე მგონია, რომ სასაცილო, საზოგადო და ზოგადად ბლოგებში ნიკოს ბლოგი ყველას სჯობია. კი, რამდენჯერმე ნიკოსაც გაუკეთებია საოცარი ”საშინელება” მაგრამ, როგორც წესი, მის სტატიას „მარგინალობისთვის“ ლანძღავენ და არა იმიტომ, რომ მკითხველებს ზოგჯერ საოცრად რომ მოანატრებს თავს და პოსტებს არ წერს, ან ისე წერს წაკითხვა არ მოგინდება და გრძნობ ავტორს ერთი სული აქვს ბოლომდე როდის გავა და ამოისუნთქავს რომ რამდენიმე თვის ვალი მოიხადა. ბოლო აღშფოთებებიც ხომ პოსტში გამოთქმულ არგუმენტებს მოჰყვა. ობიექტური შეფასება მარგინალობაა? ალბათ კი. ისე ნიკო თვითდამკვიდრების სურვილით შეპყრობილი მუწუკიანი თინეიჯერი გგონიათ რომ განსხვავებულობის სურვილით შეპყრობილს დაეწერა ეს პოსტი? ჰა ჰა.
აი რითი სჯობია ნიკო ნერგაძე და მისი ბლოგი სხვებს: More
ქალაქი, რომელსაც უყვარხარ..
Posted in მაიმუნის ბოდვანი on სექტემბერი 20, 2010| 18 Comments »
მგონი ეღირსა ბლოგს ჩემი პოსტი. დიდი არაფერი მაგრამ ზემოთხსენებული და ქვემოთდაწერილი რაღაც დიდი ხანია მიტრიალებს თავში და თუ გამოქვეყნდა ესე იგი საკუთარ სიზარმაცეს ვაჯობე.
8:0! და გავაგრძელეთ.
(მუსიკა განწყობისთვის)
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალაქი, ამ ერთ ქალაქში ცხოვრობდა ბევრი ადამიანი და კიდევ მრავალი ადამიანისმსგავსი არსება. და კიდევ ერთი (არა, ორი) მაიმუნი, (მაგრამ ახლა ზღაპარი ერთზეა). მოკლედ ეს მაიმუნი იზრდებოდა და აკვირდებოდა ქალაქს. დიდი არაფერი არ შეუმჩნევია ეხლა, სიმართლე რომ ვთქვათ ისეთი, რაც გაუხარდებოდა ან ეწყინებოდა. ერთი ჩვეულებრივი ნაცრისფერი ქალაქი იყო თავისი გარეუბნისმაგვარი ცენტრითა და სანაგვისმაგვარი გარეუბნებით.
მოკლედ დიდი არაფერი.
მერე მოხდა რაღაც, მერე კიდევ ბევრი რაღაც მოხდა, და ქალაქი ასე თუ ისე შეიცვალა. ვისთვის შავი გახდა, ვისთვის თეთრი, ვისთვის ისევ ნაცრისფერი. მანქმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა ყველასთვის (ან იმათთვის მაინც ვინც მის ბლოგს კითხულობს) ეჩვენებინა რა გახდა თეთრი, რა გახდა შავი და რა ისევ ნაცრისფერია. ჰოდა ადგა და ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღისა და მისი ჩვეულებრივი მარშრუტის განხილვას შეუდგა.
More
ამოალაგე ჩანთა (უან მორ თეგ გეიმ)
Posted in მაიმუნის ბოდვანი on სექტემბერი 1, 2010| 6 Comments »
ხომ ასე ძალიან გიყვართ ეს თაგაობა (ქ)
ჰოდა ახლა ერთი რიგითი პოსტის წერისას მომივიდა იდეა ნიუ თეგ გეიმის დაწყებისა.
ამოალაგეთ ჩანთები (იგულისხმება ჩანთა, ხელჩანთა, ზურგჩანთა, გვერდზე გადასაკიდებელი, წინ ჩამოსაკიდებელი თუ რაც არის) და მოგვიყევით, გვაჩვენეთ, გაგვილექსეთ რა გიდევთ ჩანთაში.
რა ნივთია ის რომელიც ყოველთვის დევს, რომლის ადგილიც ყოველთვის იცით და ა.შ.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის დავიწყებ მე. More
Inception / level 1st
Posted in მაიმუნის ბოდვანი, მისიონერული პოსტები on აგვისტო 2, 2010| 2 Comments »
გამარჯობა, შენ ახლა მაიმუნების ბლოგზე იმყოფები. აქ შესაძლებელია წაიკითხო პოსტი ინსეფშენზე, კრის ნოლანის გე–ნი–ა–ლურ ფილმზე, მაგრამ ეს რეალური სამყაროა, მე კი გეპატიჟებით ჩემს სიზმარში, ამისათვის საჭიროა თვალები დახუჭოთ.
ჩემი პირველი ავტოსტოპი (a.k.a მეძავები მძღოლებისთვის)
Posted in მაიმუნის ბოდვანი, tagged ავტოსტოპი, ბათუმი, ბოზი, გურია, დისკო, დისკრიმინაცია, თბილისი, თურქეთი, მძღოლი, ნატახტარი, ტრაილერი, ქობულეთი, ჯინსების თაობა on ივლისი 20, 2010| 26 Comments »
ანდაზა: კარგი ბოზი თავს არ დაიწვავსო.
მას შემდეგ რაც გურიაში ერთერთ ბენზინგასამართ სადგურზე ვყვიროდი, ეს უნდა დავწერო მეთქი, და თან ტექსტს ვაწყობდი, ბევრმა წყალმა არა, მაგრამ ერთმა პატარა ნაკადულმა კი ჩაიჩუხჩუხა. ბოლოსდაბოლოს მოვედი იქამდე, რომ ავიღე ხელში კლავიატურა, გადავშალე ქრომის ფანჯარა და ვიწყებ.
გამარჯობათ მე სალომე ვარ, 20 წლის, გუშინ პირველად ვიმგზავრე ავტოსტოპით, ქობულეთიდან თბილისამდე. მინდა გირჩიოთ, რომ დაუჯეროთ თქვენს მეგობრებს, რომლებიც რომ/თუ გეუბნებიან, რომ ტრაილერით მგზავრობა ყველაზე კომფორტულია.
(აქ გამხნევების ტაში მჭირდება.)
Chapter 1: მძღოლი
სახელი – ერქანი
ასაკი – გძეტა 45-50
ეროვნება – თურქი
საცხოვრებელი ადგილი – ხოფა
ენები – თურქული, ქართული, ქართული ჟარგონული, ქართული უწმაწური.
ულვაშები – კი
იუმორი – კი
ხასიათი – მხიარული
უყვარს – თურქული ფოლკლორი, თურქული სამზარეულო, დენის (ზღვა), ვისკი, ”ცელი ნახევარი ფათარა ბიჩი” (შვილიშვილი, გოგოს მხრიდან) ”ფრობლემა არ არი” და ”ბიჯოო”-ს თქმა წუთში ერთხელ მაინც.
სისუფთავე – კი
Chapter 2: გაბანძება
ქობულეთში გავაჩერეთ ტრაილერი, ბაქოში მივდივარო, ამოდითო, ჯერ ჩემი მეგობარი ახტა, ფეხზე გაიხადა, ჩანთები ავაწოდე, ავედი და მძღოლს მივესალმე. ჰელოუ მეთქი. პასუხად კარგი გამართული ქართული ”გამარჯობა” შემაგება და მივხვდი – გავბანძდი.
მალევე გადავიტანე.
Chapter 3: დენის (ზღვა)
ქობულეთს გამოვცდით ცოტათი.
ერქანი: ”-მანქანა გააჩერა, დენის დენის, მერე ცავიდა, ფრობლემა არ არი? ფრობლემა არ არი.”
ჩვენ: ვიცინით და თანახმა ვართ.
სანამ მანქანში იცვლიდა, ჩემი მეგობარი კულუარულად მიმხელს, რომ ასეთ ადგილებში, სადაც ტრაილერების სადგომია, ყოველთვის ჰყავთ ქალები.
მე უცებ წარმოვიდგინე, როგორ ჰყავთ ოთახში ქალები შეყრილი, ქათმებივით, და მძღოლის სურვილის შემთხვევაში ხელს შეყოფენ და რომელიც მოხვდება გამოიღებენ.
არ იყო სასიამოვნო.
Chapter 4: დისკრიმინაცია და ”დისკო”
სადღაც შუაგულ გურიაში ვართ, ერთერთ ბენზინგასამართ სადგურზე გავჩერდით, იმიტომ რომ ”საჩმელი ჩამა, თუალეთი, ჩაი ჩაი, კოფი”.
ერქანი საჭმელად შევიდა, ჩვენ დასაწყისისთვის ტუალეტისკენ ავიღეთ გეზი.
მერე ჩვენც შევედით. რაღაც სასადილოს პონტი იყო. ერქანი უკვე მაგიდასთან იჯდა სხვა მძღოლებთან ერთად. არ გვშიოდა მაგრამ მაინც, რამეს დავლევ მეთქი ვიფიქრე.
დახლთან მივედით, სადაც გოგონა დგას.
ჩემი მეგობარი: – მზად რა გაქვთ?
გოგონა: (გაოცებული მზერა მოგვაპყრო, და ჩვენთვის გაუგებარ თურქულ ენაზე რაღაც გვითხრა)
ჩვენ: გაოცებული მზერა მივაპყარით და მივიხედ-მოვიხედეთ.
მოდის მეორე ქალი, რომელსაც პირველი ქალი დამტვრეული ქართულით ეუბნება ”მიხედე” და თვითონ მიდის.
მეორე ქალი: – გისმენთ?
ჩვენ: (გაგვიხარდა) – მზად რა გაქვთ?
მეორე ქალი: რასაც აქ ხედავთ, ხაშლამა, ფლავი (და კიდევ ორი თურქული საჭმელი გვითხრა).
ჩვენ: (ვათვალიერებთ დახლს იქვე ფასების ფურცელია გაკრული, სადაც მაქსმიმუმ 5 ლარია ყველაზე მაღალი ფასი) – ეს რა არის? (მივუთითეთ რაღაც საჭმელზე).
მეორე ქალი: – ეგ ძალიან ძვირია, 8 დოლარი ღირს, აქ კი ფასები საგადასახადოს მოსატყუებლადაა გაკრული, თანაც თქვენ ქართველები ხართ და აქ მაინც ვერ შეჭამთ, არ შეიძლება.
ჩვენ, და უფრო მე : (შოკში ვართ) – რატომ ვერ შევჭამთ?
მეორე ქალი: -არ შეიძლება, აქ კრძალავენ ქართველების შემოსვლას.
მე: (ვგრძნობ რომ სახეზე მაწერია ”Jackass!!!”, მივუტრიალდი ჩემს მეგობარს და ვეკითხები სად ვართ, მპასუხობს რომ გურიაში.)
ჩვენ: – კარგი მაშინ გავალთ, მაინც არ გვშიოდა.
და დავიძარით გასასვლელისკენ.
ერქანი წამოხტა: – ჩამე ჩამე, ფული ფრობლემა არ არი. (მივიდა და დახლთან მდგომ მეორე ქალს ეკითხება რაღაცას თურქულად, დიდხანს იკამათეს, ბოლოს იმაზე დაითანხმა, რომ ყავა მაინც დაგველია მოვიდა და ბოდიში მოგვიხადა.)
მე სულელივით ვიღიმები და ვფიქრობ, რომ ამაზე აუცილებლად უნდა დავწერო.
ყავა იმ პირველ ქალს მოაქვს და უცებ გამართული ქართული გურული აქცენტით გვეუბნება:
– ამათ ყურადღება არ მიაქციო.
მე: (მივიღე შოკი ნომერი ორი, ქართველი ყოფილა!) – და ვერ მეტყვით აქ რა ხდება?
პირველი ქალი: – რა არის იცი? აქ მეორე ოთახია, და იქ საღამოობით იქ ”დისკოა” და გოგოები არიან, და ქართველი რომ შემოდის არ უნდათ, რომ გაიგონ რომ იქ არიან, ამიტომ არ ვუშვებთ აქ ქართველებს.
მე: (მადლობას ვუხდი, თუმცა ვერაფერი ვერ გავიგე და მიდის, ჩემს მეგობარს ვთხოვ ამიხსნას აქ რა ხდება)
მპასუხობს: – აქაც ჰყავთ ის ქალები წინა გაჩერებაზე, რომ გითხარი, ქართველები არიან , ოღონდ სახლში იციან რომ თურქეთში არიან და ბავშვს უვლიან ან რამე, სინამდვილეში კი მძღოლებთან წვანან. შესაბამისად, ვინმე ნაცნობმა რომ არ გაიგოს რომ თურქეთში კიარა შუაგულ გურიაში ”კალონკაზე” ბოზობენ, ასეთ ადგილებში ქართველებს არ უშვებენ.
ესეც ასე, ამომწურავი პასუხი ”დისკოს” შესახებ. თუმცა მე ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. არასდროს მეგონა თუ ჩემს ქვეყანაში ჩემი ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციას განვიცდიდი. შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ნებისმიერი რამ, რელიგია შეხედულებები და ა.შ. მაგრამ ეს არა.
Chapter 5: საერთო ჯამში
მოგზაურობა გამოვიდა ძალიან სასიამოვნო.
ვიჯექი კომფორტულად, ბათუმში სუპერმარკეტში ნაყიდ ”ჯინსების თაობას” ვკითხულობდი, ჩემი მეგობარი იწვა, ეძინა, ცუდად იყო და ერქანი წამლებს ასმევდა. მეც მომცა ერთი ტაბლეტი, რად მინდა მეთქი გამიკვირდა. რად გინდა და ”ქუხ ქუხ მთელი გზაო”. ვახველებდი ანუ. 8 საათში ჩამოვედით სამჯერგაჩერებიანად და ზუსტად 12-ზე გუდვილის გადასახვევთან გადმოგვსვა. ნომრები ჩაიწერა. თბილისში ჩამოვალ 3 დღეში და ვისკი დავლიოთო. სხვათაშორის რაღაც სასწაულირაოდენობისციფრიან ნომერს ველოდი და მაგთი ჰქონდა, ჩვეულებრივი. გამიკვირდა. ნატახტართან რომ მოვედით, წაიმღერა ”ნათახთარი ლიმონათი გინდა?” გამიკვირდა.
მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა მომეყოლა. თავიდან ჯაზ ფესტივალზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ დამიჯერეთ ეს უფრო საინტერესო იყო.
მანქ'ზ პროFაილ..
Posted in მაიმუნის ბოდვანი on ივლისი 11, 2010| 4 Comments »
უან მორ თეგ თამაში მოსულა ჩემამდე პეპეს წყალობით.
აქამდე ვერ მოვიცალე პოსტის დასაწერად და მგონი არც ისე გვიანია.
ე.ი.
მე მომწონს ჩემი პროფილი, რომელიც ასე გამოიყურება,
და იმედია მაქვს სხვების თვალშიც მშვენიერი ჩანს.
რატომღაც ყოველთვის მეგონა მე ისეთი ტიპი ვარ, რომ ყველას უნდა მოვწონდე წესით.
მაგრამ გამოხდა ხანი და დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ყველას მოვწონვარ, უბრალოდ ზოგი ჯერ ვერ ხვდება.
ზოგადი პარამეტრები სინამდვილეში:
20/162/42
ზოგადი პარამეტრები სხვების აზრით:
16/???/35
ანუ საერთო ჯამში მე სხვების აზრით ერთი დისტროფიკი პატარა ბავშვი ვარ, მარგინალური და დაბღვერილი გამომეტყველებით, სულ ყურსასმენებ გაჩრილი და კონკრეტულად არსად მომზირალი.
სტიქაროსანი ძველი ბიჭების აზრით – მსუბუქი ყოფაქცევის გოგონა
მამაჩემის აზრით – საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი/პოხუისტი
მეზობლების აზრით – უზრდელი და ამპარტავანი
ზოგი ფორუმელისთვის – სწერვა
ზოგი ფორუმელისთვის – ინტელექტუალი სწერვა
დედაჩემისთვის – მსუბუქი ყოფაქცევის ეგოისტი/პოხუისტი
მეგობრებისთვის – მანქი
თანამშრომლებისთვის – ხვლიკი
საზ. ტრანსპორტში ფეხზე მდგარი ადამიანების აზრით– მჯდომიარე უზრდელი
ეს დაახლოებითი მონახაზი..
კონკრეტულად თუ რამე გამომრჩა, მაცნობეთ კომენტარებში.
პ.ს. თამაში რომ არ ჩაკვდეს, ვთაგავ ნასტასიას, ქილიფას და კომისიას.
(c) Monkey