“- შენ თუ აპირებ შეხვედრის შესახებ პოსტის დაწერას?” მკითხა ნეტგაზეთის ჟურნალისტმა, როცა ბლოგერების და გარემოს დაცვის მინისტრის ჯერ სათანადოდ გაუხმაურებელი შეხვედრის დეტალებმა მაინც გამოჟონა “უქეიფიათ”, “ჩასასტავებულან”, “დრო უტარებიათ” სახით, და ამაზე ყველამ, ვისაც ოდესმე ინტერნეტ ექსპლორერის გარდა სხვა ბრაუზერის არსებობის შესახებ სმენია, ე.წ. კომპეტენტური კომენტარის გაკეთება გადაწყვიტა.
“- მე ჯერ ხალხის რეაქციას შევხედავ, რომ საკუთარი ბლოგის ფორმატში ჩავჯდე” – მეთქი, ვუპასუხე ზ.ა. ჟურნალისტს, და მე მგონი ეს დროც მოვიდა, “ასეთი ხალხის” და “ისეთი ხალხის”, რეაქციისშემდგომი პოსტის დაწერისა.
მანქიერი ბლოგი გაფრთხილებთ, ქვემოწარმოთქმული პოსტის კითხვისას, აუცილებელია საღი აზრის თან ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიერ წაკითხული ყოველი წინადადება, უარყოფითად იმოქმედებს თქვენივე ნერვული სისტემის წინააღმდეგ.
უკვე ყველგან დაწერილ ზოგად პასაჟს “თქვენ შ*გ ხომ არ გაქვთ, უბრალოდ ჩავედით, ველაპარაკეთ, კითხვები დავუსვით, პასუხები მივიღეთ და ჩამოვედით”-ს რომ თავი დავანებოთ, და კონკრეტულ კითხვებს თუ ბრალდებებს მივყვე, მე მგონი უფრო საინტერესო პოსტი გამომივა.
1. “დამოუკიდებელი ბლოგერები მინისტრებთან შეხვედრებზე “რაპონჩი” დადიან?”
პასუხების ვარიანტები:
a) დამოუკიდებელი ბლოგერები თუ არიან, სადაც, ვისთანაც, რამდენჯერაც, როდის და როგორც უნდა ისე ივლიან.
b) დამოუკიდებელი ბლოგერები მინისტრთან შეხვედრის მერე დამოუკიდებელი ბლოგერების სტატუსს დაკარგავენ?
c) მოვითხოვ მკაცრად გაწერილ სახელ/გვარ/თანამდებობრივ/საზოგადოებრივ სტატუსებს იმ ადამიანებისას, ვისთანაც ბლოგერების შეხვედრა დაშვებულია, ან აკრძალული.
2. “სამინისტრომ საკუთარი პიარისთვის გამოგიყენათ”
პასუხების ვარიანტები:
a) აბა პიარი?
b) აა, პოსტებს რომ ვწერთ სამინისტრო პიარდება? იმიტომ ხომ არა, რომ ჯერ თქვენ დაწერეთ ათასი პოსტი, ვაი და ვიში ამ თემაზე და ჩვენ “იქნამყოფიდამოსყიდული” ბლოგერები გპასუხობთ?
c) დიახ, ვაპიარებთ სამინისტროს. აი.
3. “იქ ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ კმაყოფილები, აი რა კარგი მინისტრი ყოფილა, თურმე ესეც ადამიანიაო.”
პასუხების ვარიანტები:
a) დიახ, ჩავედით, ვნახეთ, რომ გოგაც (გაგიკვირდებათ და სახელიც ჰქონია) ადამიანია, ტუალეტში გავიდა თუ არა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ფაქტია სუნთქავდა, ლაპარაკობდა და ერთი-ორჯერ თვალი მოვკარი, რომ ხუმრობდა და იცინოდა კიდეც.
b) დავუშვათ სამინისტროში ან მის გარეთ მომუშავე რომელიმე ჭკვიანმა პირმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ გოგაც ადამიანია და ეს ამჯერად დაემტკიცებინა რამდენიმე ბლოგერისთვის. მერე? მოგვატყუეს? რობოტი შემოგვასაღეს ადამიანად?
c) საკუთარი თვალით დავინახე მინისტრი როგორ ჭამდა. მგონი მართლა ადამიანია.
4. “რაზე ილაპარაკეს იქ და რა განიხილეს არ ვიცით, მაგრამ მაინც ცუდი იყო ეს შეხვედრა.”
პასუხების ვარიანტები:
a) რომელიმეს, ვისაც გაინტერესებდათ რაზე ვლაპარაკობდით შეხვედრისას, გაგიჩნდათ შეკითხვა, რაზე ვლაპარაკობდით შეხვედრისას, და არ გიპასუხეთ?
b) იხილეთ პასუხის a) ვარიანტი.
c) ვაფასებ სკეპტიციზმს, გამოხატულს “არ მინახავს და არ ვიცი როგორი იყო” სახით. რაც შეეხება აზრს “არ მინახავს, ესე იგი ცუდია”, დაახლოებით იგივე მგონია რაც “დედამიწა დგას სამ სპილოზე” ან “პინკ ფლოიდის მერე მუსიკა არ დაწერილა”. ანუ პირდაპირ რომ ვთქვა, ყლეობა, მეგობრებო.
5. “მაგას ბლოგერები ვინ ჰგონია?”
პასუხების ვარიანტები:
a)
b) “პირველად როდესაც გოგამ შემოაბიჯა ჩემს სახლში გაოგნებული ვიყავი. დამპირდა ყველაფერი კარგად იქნებაო. ოღონდ 1 დღით კომპიუტერს უნდა შეეშვაო და კომფორტს შეგიქმნითო მარშუტკაშიო. შეგიძლია ლეპტოპი წამოიღო და მაგთიფიქსს კეთილი მწყემსი გათხოვებსო. დაძაბულობის მოსახსნელად რამდენიმე ბოთლი კონიაკი გვიყიდა, გზაში დაგვათრო და დანარჩენი ბუნდოვნად მახსოვს….” (c) სიყვარულოვნა.
უფრო სერიოზული პოსტები იხილეთ აი აქ, და კიდევ ყველა იმ ლინკზე, რომელსაც გუგლი “ბლოგერები გოგა ხაჩიძე”-ზე ამოგიგდებთ.
აქაც დაველოდოთ კომენტარებს ;დ
კარგი პოსტია. მომეწონა 🙂
აუ, გვერდზე ჩიტი რომ ზის, ჩრჩილი მეგონა და თითი მივატყლიზნე მონიტორს
სხვისი აზრი რატო არ გკიდიათ საერთოდ? 😐
არ ვიცი, ვარსებობთ ალბათ ადამიანების რაღაც გარკვეული ჯგრო, ვისაც აზროვნება და წერა არ გვეზარება : )
ზუსტად იუმორით დაწერილი პოსტი შეესაბამებოდა ამ ყველაფერს 🙂 ძალიან კარგია 🙂
სპეციალურად დაწერე ასეთი ცუდი პოსტი?
ე.ი. ერთმანეთის გატანა იცით ამ ბლოგერებმა კარგად 🙂
რა თქმა უნდა, სექტა ვართ :დ
ბლოგერების 20 % უკვე ოკუპირებული ყოფილა :დ
თან რო გინდა პასუხის გაცემა და თან რო გეზარება ესაა
:ვერაფერსშეაგნებინებმაინცდა:
კორუმპირებული ხომ არა? 🙂
“მგონი მართლა ადამიანია”
და იქნებ თოვლის გუნდაა და დროებით ადამიანად გადაიქცა?!