ისევე როგორ ყოველთვის, ახლაც ხმაურიანად და მთელი გულით გაათავა, ფრთხილად მოიძრო პრეზერვატივი, იქვე საწოლის გვერდით დააგდო და მერე ღრმა სუნთქვით რეჟიმში ჩემ გვერდით ლოკაციას დაუბრუნდა.
მე უკვე მესამე წრეზე ვიყავი წასული, და საერთოდ პორნოებში რომ სინქრონულ ორგაზმს აჩვენებენ, დიდი და ჰარმონიული ბლეფია.
ზურგზე წევს და ჯერ კიდევ ხმამაღლა სუნთქავს, მეც ზურგზე ვწევარ და ვიღიმები. სულ ვიღიმები, როცა ვერ მხედავს. ინსტიქტია – ადამიანებს ბევრი დადებითი ემოცია არ გაუზიარო, თორემ ან სულელად ჩაგთვლიან ან შენ აღარ დაგრჩება. ან ერთიც და მეორეც.
პოსტორგაზმული ლაპარაკი ყველაზე გულახდილი ლაპარაკია ამქვეყნად, სტრესები დროებით განდევნილი, სქესთაშორისი ბალანსი გაწონასწორებული, ორივე მხარე კმაყოფილი, ვიტყოდი ბედნიერი და უშფოთველი. სულ რამდენიმე წუთით თავი სრულიად უსქესო არსებები გვგონია, მაქსიმუმ ცხვირი გავუხახუნო კისერში, რაც ალბათ უფრო ცხოველური ინსტიქტია, ვიდრე ადამიანური გათვლადი მოფერება.
როგორც წესი, ამ დროს კიდევ ერთხელ ადასტურებს ხოლმე ჩემს ღირსებებს და მეც სიამაყით ვიჯგიმები, რამდენადაც ჩემი პარამეტრები მაძლევს ამის საშუალებას. ძირითადად არაფერს ვპასუხობ და ისევ და ისევ ვიღიმები. ის კი ვერ მხედავს და ჰგონია ჩუმად იმიტომ ვარ, რომ არ მყოფნის რასაც მეუბნება. ჰოდა აგრძელებს და აგრძელებს იქამდე, სადამდეც ნამუსი მეყოფა არ გავაჩერო.
ახლაც ვიცი, რომ სულ რამდენიმე წამიც, და დაიწყებს. თვალები დავხუჭე და ვემზადები, ნეტავ კიდევ რა აღმომიჩინა ახალი და მშვენიერი, რაც აქამდე არ იცოდა, ან იცოდა მაგრამ აღსანიშნად არ ჰყოფნიდა.
დახუჭული თვალებით ვცდილობ ფერად-ფერადი ვარსკვლავების მსგავსი ფიგურები დავიჭირო და მხედველობის არედან არ გავუშვა. ესეც ერთგვარი გასართობია, რაც უფრო მაგრად ხუჭავ თვალებს, მით უფრო ფერადი ხდება სივრცე, რომელსაც უყურებ.
მერე უცებ გაანათა და როგორც არის ხოლმე, ჯერ სინათლემ, მერე კი ხმამ მოაღწია ჩემამდე:
– ცოლი მომყავს.
ელვა დაიკლაკნა და გაქრა, საკუთარი თმების შეტრუსვის სუნმა კი ცხვირი ამწვა. მარჯვენა ხელს მარცხენასთან ჩაბღუჯულს ვგრძნობ, ვბრაზდები, რა მეხამრიდობანა მომინდომეთ ოე! გადმოვბრუნდი და შევხედე.
ჭერს უყურებს და მარცხენა ფეხს ნერვულად ათამაშებს (როგორც ყოველთვის).
– მერე?
ვეკითხები და უცებ “ვინ არის ეს ქალი?!!” ვფიქრობ საკუთარი ხმის გაგონებაზე, რომელსაც ამასობაში ერთი ორი ტონალობით ქვემოთ ჩაუწევია და ჩახრინწულა. “ნუ ეწევი ამდენს” მახსენდება დედაჩემის ნათქვამი ფრაზა ყველა იმ ქალის მიმართ, რომლებსაც მისი აზრით სიგარეტის გამო დაბოხებული ხმა აქვთ. უი სიგარეტი, ვგიჟდები ფიქრების ჯაჭვზე, ზოგჯერ რა კარგი გზით მიჰყავხარ.
ვდგები და შიშველი ფეხებით მაგიდისკენ მივტყაპუნებ. ნეტა როგორ დადიოდნენ უხსოვარ დროში სრულიად შიშვლები? დიდი სიამოვნებით ვნახავდი. თუ შენი სიარულის მანერას ის განსაზღვრავს რა გაცვია (და ჩემ შემთხვევაში ასეა) მაშინ ძალიან მაინტერესებს – როგორია არაფრით განსაზღვრული ნაბიჯები.
– მერე არაფერი, ვიფიქრე უნდა მეთქვა.
წამომეწია ისევ გრუხუნის ხმა. მადლობა გულახდილობისთვის, სხვათაშორის იმდენი რამის თქმა შეგიძლია კიდევ და არ ამბობ, იცი? ვფიქრობ და არ ვიცი გავიცინო ახლა, თუ ასევე დავრჩე, როგორც ვარ. მაგიდის კუთხეზე ვჯდები და კბილებით დაჭერილი სიგარეტის ბოლოს სანთებელის ალისკენ მიშვერას ვცდილობ. არაფერი გამომდის. ჩხაკ ჩხაკ და ჯანდაბა. რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი მახსენდება, მეგობარი მომიყვა როგორ დაკარგა ერთმა გოგომ ქალიშვილობა მაგიდის კუთხეზე, თანაც შემთხვევით. საოცრებაა პირდაპირ, ზოგი მაგიდა სასწაულებს ახდენს.
დასაკარგი რა მაქვს პრინციპში? ჩემი მაინც არ ყოფილა არასდროს, და გრძნობებს ცოლი კი არა, სამი თაობა შთამომავლები ვერ წამართმევენ ძალით. ჰოდა ვარ მშვიდი და გარინდული, ვითარცა რამე ყველაზე ცნობილი მშვიდი პერსონაჟი მსოფლიო კლასიკიდან, ახლა არ მახსენდება უბრალოდ კონკრეტული მაგალითი, თორემ ბარემ ვიტყოდი.
ნეტავ თუ ელოდება, რომ რამეს ვუპასუხებ. კარგი, დავუშვათ ელოდება, რომ ისტერიკას მოვაწყობ. არა მაგას რა თქმა უნდა არ ფიქრობს. მე ხომ ის ვარ, ჭკვიანი გოგო. და ჭკვიანი გოგოები რას აკეთებენ ამ დროს? მიჩნდება ლოგიკური კითხვა. მაგიდის კუთხეზე სხედან და ეწევიან, მპასუხობს ჩემი შინაგანი ინტელექტი. ფუ შენი, ვპასუხობ უთამოყვარეობის აპოთეოზს (ეს სიტყვა კარგად არც ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ სულ მინდოდა ოდესმე გამეფიქრებინა).
– ქორწილში ხომ დამპატიჟებ?
არ დამავიწყდება მისი საპასუხო გამოხედვა. ვუყურებდით ერთმანეთს და ვიცოდით, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა ადრე თუ გვიან. რამდენიმე წამიანი ვნებიანი სიძულვილის გაცვლის მერე ავდექი, სიგარეტი ჩავაქრე და ჩაცმა დავიწყე.
ზურგი გამითბო მისმა მზერამ, ერთხელაც არ მიმიხედავს, კარის გაღების დროს ძლივს გასარჩევად მომესმა:
– თუ მართლა გინდა მოსვლა, მოსაწვევს გამოგიგზავნი.
წადი შენი.
კარს არ ვიჯახუნებ, ასე გაბრაზებული ცოლები შვრებიან. მე კიდევ არც გაბრაზებული ვარ და არც ცოლი.
კუთხეში ტაქსის ვაჩერებ, მისამართს ვეუბნები და უკანა სავარძელზე ვწვები, ფანჯრიდან ჯერ ვარსკვლავები მოჩანს. მერე უცებ გაანათა და დაიგრუხუნა. კიდევ ერთ წამში კი წვიმა დაიწყო.
ჰაჰა, მე გაჯობე ცაო, ვფიქრობ და სიამაყით ვიჯგიმები, რამდენადაც ტაქსის პარამეტრები მაძლევს ამის საშუალებას.
ძალიან კარგი იყო 🙂 ძალიან ძლიერია მასეთი ქალი… მე უეჭველი ისტერიკას მოვაწყობდი….. ….
სევდიანია როგორი
მომწონს :))
good work
მანდქი ძალიან მომეწონა .მართლა კარგია. 🙂
ისა ხო მანქი უნდა დამეწერა 🙂 …
განარგრძე ასე :*)
მადლობა : )))))
კარგია, ძალიან კარგია! ❤
ოოოოოოოოოოოო დედას მ—ვდი, იმ სიგარეტს შუბლზე ჩავაწვავდი, მაგიდაზე თავს ვარტყმევინებდი, ტაქსს შევუგდებდი . 😐
აუცილებლად დაწერე გაგრძელება , როგორ ამზადებ ბომბს მისი ქორწილისთვის :@
უსაშველოდ ეჭვიანი ვარ, მაგრამ მგონია მეც ასე მოვიქცეოდი!
Dzalian mometsona da vfikrob rom mec egre movikceodi.. amis gagrdzeleba ki ar girs.. ubraldos xva istoria dacere.. ubralo kalze vinc natrulobs “iset” gatxovebas rogorc ak am bichs moyavs coli…..
nu metyvit rom es realuri istoriaa :((((((
მეორე სერია, მიდიხარ წევრიანდები მონკავშირში, სანადირო თოფს ყიდულობ და ემზადები სროლაში, შემდეგ მიდიხარ, და აწყობ გენოციდს, პოლიცია ვერაფერს ვერ ხვდება, რომ ეს შენ მოაწყვე,.ბოლოს ბედნიერი ხარ და სიგარეტს აღარ ეწევი, გაქ მუსკულები და ყველას დედას უტყნავ. ისე, ასეთ ყლეებთან თუ გაქვს ურთიერთობა, რომ შენი მოთხრობების გმირები ხდებიან და შენ თვითონ ყოფილხარ იდიოტი.
:დ :დ
გიფიქრია იმაზე, რომ ზოგჯერ მოთხრობები უბრალოდ ფანტაზიის საფუძველზე იწერება? :დ
საიდან უნდა მივხვდე ფიქშენ და პუბლიცისტიკა რომელია შენ ბლოგზე? შენ ერთად დებ და არ დაყოფ და სხვა როგორ უნდა მიხვდეს?
ძალიან ჩვეულებრივად, პოსტის ბოლოს დახედოს კატეგორიას, რომელშიც პოსტი გდია, და მიხვდება რა წაიკითხა ორი წამის წინ :))
ბანალურია 🙂
ყველაზე ძალიან კი ის მომეწონა, რომ შენც, მუსიკამაც და, ბარემ, მეც, ერთროულად გავათავეთ :დ
მანქ, რესფექთ!
ამ გოგოს უთხარით ვინმემ რომ გოიმია და წერა არ იცის რა? ცოდოა, Zurriuss.Ge რესფექტ რომ ეუბნები გოგოს უარესს უკეთებ, რომ არ განვიტარდეს და ამ დებილ მკითხველებს უსმინოს
ბოშყო თუ მაგრად არ წერდეს 🙂 თან ძალიან მაგრად. დადგება დრო და ერთ-ერთი თესლი პროზაიკოსი იქნება საქართველოდან! 🙂
შვილო, წადი რამე ღირეული გააკეთე რა?
კარგი, მამა :დ
ტინტო ხარ ჩემს თვალში
რატომ რატომ
მაგიდაზე რა უნდა სიგარეტს
ლოგინის გვერდით უნდა ეგდოს, იატაკზევე. ბევრად უფრო მოსახერხებელია
იქნებ მაგიდიდან დაიწყო? : )
მე ხმასაც არ ამოვიღებდი,
დავაი პაშოლ ნა ხრენ თქო და ვსო :)))
ვანხალენ
ძალიან მაინტერესებს რას ვარდებით. ეს არის ბლოგი სადაც მსუბუქი საკითხავი ნოველების წერა შეიძლება. თუ ღირებულის კითხვა გინდა გადმოიღე თაროდან წიგნი ,რომანებს მიაქვს მსოფლიო.
მანქი
ისე გაგრძელება საინტრესოა როგორი იქნება… ასეთი სიტუაცები ძალიან ბევრია 😐 ნუთუ ეს გმირი ასე ამთავრებს.არამდ და არამც 🙂
არ ვიცი სიმართლე გითხრა არ მიფიქრია გაგრძელებაზე, როცა ვწერდი, მაგრამ შეიძლება გაგრძელებაც : ))))
seqsis deficitia saqartveloshi 😀 😀 manqi seqsi dzaan genatreba xo? 😀
nraicsa
manqi gagrdzelebebi ar dawero,gagrdzlebebi sirobaa
მომწონს და მიხარია, მანქი, შენი აღმოჩენა : ))
დებილი მანქი
მართლა კი არა ძაან ლამაზია მანქი!!!!!!
ვანხალენ
არ გეზარება? : )
ამ ბლოგის მკითხველებმა იმის მაგივრად ღირებულ ნაწარმოებებს კითხულობდნენ, ბე კატეგორიის შენ მოთხრობებს კითხულობენ (((((
შენც არაფრით განსხვავდები ჩემი მკითხველებისგან ისე, რომ იცოდე 😉
ლოვ იუ ბეიბ ❤
momwoons :*
ძალიან მომეწონა. საუკუნეა არ მიმიღია სიამოვნება ბლოგპოსტის კითხვით!
პ.ს. საოცრად მომაგონა საკუთარი თავი.. ანუ, მეც ნამდვილად ეგრე მოვიქცეოდი.
პ.პ.ს. მართლა საინტერესო იქნებოდა ისტორიის მეორე მხარე, ანუ გოგო, რომელიც, როგორც იქნა, ქორწინდება.
პ.პ.პ.ს. კარგად წერ.
კიდევ პ.ს-ები რომ არ ვწერო – აპოთეოზი, ჰაჰა, მეც ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს მაგ სიტყვისადმი :))))
ე, ამ გოგოს რას უშვები რომ იცოდე, მართლა დაიჯერებს რომ კარგად წერს და ასეთივე დარჩება და აღარ განვითარდება მკითხველო!!!! გოგო, კარგად არ წერს.
არავინ აღარ წაიკითხოთ ამ ბლოგზე არაფერი!!!!
:maxati:
o my god nu idivoti
ar mogwont nu kitxulobt an tqvens azrs nu afiqsirebt torem cudad mxdis.
rac sheexeba posts momewona tanac dzalian momewona.
ubralod me vtvli rom eseti kacebi ar unda sheushvas qalma tavis cxovrebashi
ომს ვუცხადებ ar mogwont nu kitxulobt an tqvens azrs nu afiqsirebt torem cudad mxdis. ის დამწერს!!! ვინ მოიგებს მე თუ ის მანქიმ გადაწყვიტოს, ახალი ბლოგის თემაც მზადაა და ძაან აქტუალური, მიდი მანქი მიდი, ახალი ბლოგი!!!!! ამ თემაზე, თუ შენც განიცდი ამას, რასაც ქართული ტყვილტყვილი პირში ღიმილი და ზურგსუკან ბლაბლაბლა ქვია
ver mivxvdi ratom micxadeb oms 😀
ვანხალენ
ამ ბლოგის მკითხველებმა იმის მაგივრად ღირებულ ნაწარმოებებს კითხულობდნენ, ბე კატეგორიის შენ მოთხრობებს კითხულობენ (((((
ჰმ რამხელა ცხვირი გქონია უყურე შენ ვანხლენა თუ ვიღაცა ხარ
magaria, zaan magari stili gakvs, ragacnairi delicious. yovelis sityva idealuria.
Zaan magaria
უცებ წარმოვიდგინე იგივე სიტუაცია, ანუ ქალმა რომ მითხრას “ვთხოვდები” და მერე “თუ გინდა მოსვლა, მაშინ მოსაწვევს გამოგიგზავნი”…
ალბათ მაგარი დავიკიდებდი და საქმეს ყასაბივით გავაგრძელებდი 😀
kargad ikitxeba. mokle da cxovrebiseuli istoriaa.ise, scori cxovreba sjobia aset… areul dareul kopas.vnebebi adamianma sakutar sakvarel meuglestan unda gamoamzhgavnos bolomde.zvelmodurobashi ar chamitvalot da arc kudebi moabat gtxovt.cudi dro gviaxlovdeba kvela grznobs amas qvesheucnoblad da aset ragacebs unda sheveshvat.gmadlobt.
gaagrzelet kai ragaca gamova.
ისეთი განცდები გაქვს აღწერილი,რომლების აღწერაც არასდროს მიფიქრია,თან მაინტერესებდა და ვერასდროს ვახერხებდი და ქვეცნობიერში მრჩებოდა.
ძალიან მომეწონა
❤
გაგრძელება თუ იქნება გამიხარდება 🙂
ჩემი აზრით გაგრძელება არ ჭირდება, მართლა კაი იყო პროსტა იმის ადგილას ,,თუ გინდა მოსვლა, მაშინ მოსაწვევს გამოგიგზავნი” ამ ფრაზას ცოტა უფრო ნაგლი ტონით ვიტყოდი.
ძალიან მომეწონა ძააალიან <3. და სიმღერაც ძალიან კარგია, ვინ ასრულებს?
Archive – Sham : )
მადლობა : )
რამდენადაც ამ გოგოს მუსიკალური გემოვნება მომწონს, იმდენად არ მომწონს ის ყველაფერი რასაც წერს :(( ძალიან ყვითელია, piczo სთვის გამოდგება მხოლოდ 🙂
daica es sheni dawerilia? )) me sxvagan vnaxe ratomgac…
კი, ჩემი დაწერილია. სად ნახე? :დ
დაწერე გაგრძელება-არ დაწერო, დაწერე-არ დაწერო, დწერე-არ დაწერო… ვახ!.. რასაც კითხულობთ შეირგეთ რა, ყველა წაკითხული მოთხრობის მერე ასე იძახით ხოლმე? ბრაზილიური სერიალი ხომ არაა აუცილებლად ზუსტი დასასრული ჰქონდეს და ყველაფერი გაირკვეს? 😀 (ჩემიზ აზრია და არ მეკაათოთ, მეზარება!)
მე სასიამოვნოდ ჩავიკითხე და რავი…
მე უკვე მესამე წრეზე ვიყავი წასული, და საერთოდ პორნოებში რომ სინქრონულ ორგაზმს აჩვენებენ, დიდი და ჰარმონიული ბლეფია.
ვერ დაგეთანხმები 🙂 ხდება ხოლმე ზოგჯერ
აუ ეს “ვანხალენ”–ი ვინაა :დ თუ არ მოგწონს რაღას შემოდიხარ და რაღატო კითხულობ?? გავიგეთ შენი აზრი რომ არ მოგწონს და ა.შ. და რა საჭიროა ტვინის ბურღვა?? :დ :დ
მომიწევს მალე მაგ თემაზე დაფიქრება : )) კარგად იკითხება დიდი ხანია ასეთი 2გინალური არაფერი წამიკითხავს 🙂 :**
მე უკვე მესამე წრეზე ვიყავი წასული, და საერთოდ პორნოებში რომ სინქრონულ ორგაზმს აჩვენებენ, დიდი და ჰარმონიული ბლეფია.
ინდოეთში და არა მარტო იქ, სინქრონული ორგაზმი ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ჩვენთან მამა-პაპური სადღეგრძელოები. “საიდუმლო” სექსუალური აქტის დროს სუნთქვის რეგულაციაშია. სუნთქვის რეგულაცია
არა მარტო ასინქრონებს ორგაზმს არამედ ახანგრძლივებს კიდეც, ჩვენთვის(ქართველებისთვის) ძნელადწარმოსადგენი დროით.
ამას აღმოსავლეთში ბავშვობადანვე ასწავლიან-ეს მათი კულტურის შემადგენელი ნაწილია.
მოიდგნა ტვინი. თრეშია..
პრიმიტივიზმის აპოთეოზია! ვანხალენ მანქია?! 😀
ჰა? :დ
magari ramea ❤
კაი იყო. 🙂
simgera ro adevs vin mgeris da ra qvia ? 🙂