2 დღის წინ შემოთავაზება მივიღე, გამეკეთებინა საკუთარი რადიოგადაცემა. ამ შემოთავაზების მთავარი იდეა მდგომარეობდა ჩემში, ანუ იმაში, რისი თქმის სურვილი მქონდა მსმენელისთვის. შემეძლო თუ არა რამე მნიშვნელოვანი და საინტერესო მეთქვა.
ეს დღეები ბევრს ვფიქრობდი რა მინდოდა. ბევრი ამბავი გამახსენდა, პატარ-პატარა ამბები, რომლებიც თავში ირევიან და მინდა დავალაგო. და რამე კონცეფცია ჩამოვაყალიბო რა მინდა საერთოდ, რას მოვითხოვ, საკითხებს როგორ ვუდგები და ა.შ. არ შეიძლება ამ ყველაფერს უკვე არ ერქვას რამე. მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი რომ ხშირად მინდა ამ ხალხს ვუყვირო ”წადით თქვენი!”
მოკლედ მე ეტაპობრივად მოგიყვებით ამ ამბებს და თქვენ დასკვნები აკეთეთ. მგონი ქვეყანაც აშენდება.
ამბავი პირველი:
ადრე, გაგარინის მოედნიდან ფორტუნას შენობამდე ფეხით ჩასვლა მეზარებოდა. ავტობუსი ქვემოთ არ აჩერებს, ერთი სიტყვით ავდიოდი ”მარშუტკაში”, რამდენიმე ნაბიჯს ვდგამდი სიღრმისკენ, რომ მძღოლისთვის ხელი არ შემეშალა და ვჩერდებოდი. ანუ არ ვჯდებოდი სადღაც უკან, ტრაკიდან მეორე სკამზე. და ა.შ. სულ 5 წუთის გზაა, და მეზარებოდა ამ 5 წუთის გადასვლა-გადმოსვლაში დახარჯვა. ჰოდა ვიდექი ესე, გაგარინიდან პირველ შუქნიშამდე ჩანთაში საფულის მოსაძებნად ვიქექებოდი, მერე საფულეში ფულის, ბოლოს ვაჩერებდი ფორტუნას კიბეებთან, ჩამოვხტებოდი და კარგად. რატომ ვყვები ახლა ამას. თითქოს ერთი ჩვეულებრივი მოსაწყენი ამბავია. იქნებოდა კიდეც ალბათ, ყოველ ასვლაზე ვიღაც არამკითხე რომ არ გამომხტარიყო და არ ეცნობებინა ჩემთვის, რომ უკან ადგილია და დავჯდე.
ვინმე ჭორიკანა დედაკაცი თუ ვეტერანი ბაბუ თუ ღიპიანი ბიძა თუ მზრუნველი დეიდა. მიცაცუნებდნენ ხელს სადაც მოეხერხებოდათ, რომ ჩემი ყურადღება მიექციათ, მეძახდნენ ბოლო ხმაზე რომ მომეხსნა ერთი ”ნაუშნიკი” მაინც, და მერე გაზეპირებული ფრაზა და გაზეპირებული პასუხი ”გმადლობთ, მალე ჩავდივარ.”
ნუთუ ასე ძნელია დააყენო ტრაკი შენს სკამზე და მომცე უფლება მე თავად გადავწყვიტო დგომა მინდა, ჯდომა თუ გადაკუზვა? რატომ წუხდები ჩემ გამო, ან მე რატომ მაიძულებ შევწუხდე შენ გამო, მოვიხსნა ყურიდან ”ნაუშნიკი”, გავწყვიტო საყვარელი სიმღერის საუკეთესო ადგილის სმენა, რატომ მაიძულებ აგიხსნა რატომ ვიქცევი ისე, როგორც ვიქცევი? რა ჯანდაბის გამო ფიქრობ რომ ვალდებული ხარ იცოდე ჩემი დგომის მიზეზი?
ააააააა!
ერთხელაც ყელში ამოვიდნენ ყველანი ერთად. ჰოდა მორიგ ასეთ მზრუნველ დეიდას რიგითი პასუხის მაგივრად, ყურიდან ნაუშნიკის გამოუძრობლად ძალიან ხმამაღლა ვუყვირე მალე ჩავდივარ მეთქი. რა თქმა უნდა ყველამ გაოცებით შემომხედა და როცა ბოლოსდაბოლოს ჩამოვედი, მყისვე ჩავეწერე ”ამ თაობის” შემარცხვენელთა სიაში. პატივი არ ვეცი მამათა და დედათა და კლიმაქსიან დეიდათა და ღიპიან ბიძათა ჩემთა, და უზრდელი ვარ.
ჰო, ვარ, და წადით თქვენი!
პ.ს. გაგარინიდან ფორტუნას შენობამდე ფეხით ჩამოსვლას საშუალოდ ერთ სიმღერას, ანუ 5 წუთს ვანდომებ და ჯანდაბამდე გზა გქონიათ.
ამბავი მეორე: მამაჩემი კაცობრიობის მძიმე შემთხვევაა. ნუ ისეთივე როგორიც მე. მაგრამ მე ლამაზი მაინც ვარ და ერთერთი საუკეთესო უკანალი მაქვს მსოფლიოში. მოკლედ რას ვყვებოდი.
სახლში არასდროს ვლაპარაკობ. აი ესე, არაფერი მაქვს სალაპარაკო, შევდივარ, თუ რამე აინტერესებთ მეკითხებიან, და თუ რამე მაინტერესებს ვპასუხობ. თუ ძალიან აჟიტირებული არ ვარ, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ამბებსაც ერთი თვის მერე, შემთხვევით იგებენ. მოკლედ ხანდახან ხდება სასწაული და შაბათია, და დილით სახლში ვარ, და კურიერს ვუყურებთ მთელი ოჯახით. თუ მივქარე და გამეღიმა რომელიმე მიმკვდარი ოპოზიციონერის აბსტრაქტულ ტონზე და სრულიად გაუგებარ მსჯელობაზე ან მოკლედ გუბაზ სანიკიძის ინტერვიუს თუ აჩვენებენ.. ჩათვალეთ იმ დღეს ვარკეთილიდან ხელისუფლებას მწარედ აგინებენ, სალომეს იდეოლოგიაზე გავლით. ეს უკანასკნელი პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მამას ჰგონია რომ მე ”თავის დროზე” ამიღეს, თავი გამიჭრეს, ტვინში რაღაც ჩამასხეს, ან ჩამაყარეს, ან მომაფრქვიეს ან რამე, და მას მერე ხელისუფლების მონა ვარ.. არადა არასდროს, არასდროს მოუსმენია ჩემგან რაიმე ფრაზა, რომელიც ამის ფიქრის საფუძველს მისცემდა. თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ სრულიად. მაგრამ მაინც, მამა ახერხებს მაინც დაინახოს ჩემში რაიმე ”ამათი სატანური” ნიშნები, და ხედავს კიდეც. მაგალითი: ზაფხულში მოიტანა ოჯახში ახალი პური, და მთელი ოჯახი გადაგვიყვანა ამ პურით კვებაზე. დიდი არაფერი, ჩვეულებრივი პურია, არა საფუარით გამომცხვარი და რაღაც ქართული ტრადიციული. დიდი არაფერი მეთქი ხომ ვამბობ, მაგრამ თურმე ყოფილა საპატრიარქოს პური. ჰოდა ამ კაცმაც შეიყო ამის ქებით. ნამდვილი ქართული პური, ნამდვილი საპატრიარქო.. ნამდვილი ილია მეორე.. მოკლედ ბლაჰ. ერთხელ მივქარე, სახელი წავიკითხე და გამეცინა. ”პური… დიდად ნანატრი…”სინამდვილეში მრავალწერტილებზე გამეცინა, რომელიც რაღაც ”ტრაგიზმს ჰქმნის”. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს რაზე გამეცინა, ფაქტია იმ დღეს ვარკეთილიდან ავლაბარს აგინეს ჩემზე გავლით.
[insert= to be continiued [/insert]
რა ნაცნობი თემაა.. მაგრამ 2 ყურის მეთოდი
ვიცინი, ბევრს ვიცინი )))))))))
insert ტეგი გაქვს ბოლოში არასწორად
ხო შევამჩნიე, დამეზარა ჩასწორება :დ
თუ “მალე ჩადიხარ”?
და ერთერთი საუკეთესო უკანალი მაქვს მსოფლიოში. მოკლედ რას ვყვებოდი.” რა ამბიციური განცხადებაა :)))
საფუძვლიანად ამბიციურია :დ
არ ვიცი, აშკარად, ვერ შემოგედავები :)))
სტატიის პროტესტი დასაფასებელია, თუმცა ბევრის თვასახედვით ალბათ მშობლებზე ამგვარი საჯარო გალაშქრება ზედმეტიც არის.. საკუთარი ტრაკის “დაფასება” უეჭველად გადამეტებული..
საინტერესოა:) და თან ცოტა ნაცნობიც:) პირველი ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა:):)
ხო კიდევ საკუთარი ტრაკის დაპასებაც მნიშვნელოვანია:) ნუ რა მნიშვნელობა აქვს თვლის რომ მსოპლიოსჰი საუკეთესოა და უფალო dragonbreath ეს ჩვენი საქმე არ არის:):):):):)