ხომ იცით როგორ მიყვარს ზედმეტი შესავლების გაკეთება. ჰოდა ვითომ გავაკეთე ეს ზედმეტი შესავალი და გადავიდეთ პირდაპირ ამბების მოყოლაზე.
ამბების კარგებად და ცუდებად დაყოფა/დახარისხება მგონი მეზარება და ამიტომაც პირდაპირ რაც გამახსენდება მოგაყრით და დასკვნები თქვენ აკეთეთ.
სათაურის ამბები მერე იყოს, ისე ცოტა არ იყოს და მომენატრა ბლოგზე წერა. ისეთი დაკავებულიც არ ვარ, რომ არ მეცალოს პოსტის დასაწერად, უბრალოდ ფორმატის შეცვლა გადავწყვიტე და პირადი პოსტების აღკვეთა მინდა.
აქვე ერთ საიდუმლოს გავამხელ და მგონი ბლოგიდან წასვლას ვაპირებ. (დედა რა რაღაცნაირად ჟღერს..) არადა წასვლა არაფერ შუაშია. ამ ბოლო დროს თავს არა მყუდროდ ვგრძნობ და არ მომწონს აქაურობა.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ჩემი ადგილი დამეკარგა. გასაგებია რომ შემოდგომაა და ონ მელანქოლიქ ჰილლ.. მაგრამ მაინც რაღაც ავიჭერისავით. მარტო მე არ ვარ ასე, ყველა გაღიზიანებულია, ყველა რაღაცას ითხოვს, თითქოს ჩვენს კლიმატს ვეწუწუნებით და ვითხოვთ მალე აგვიღონ და დაგვსვან მზიან ადგილას. ადამიანებს ეზარებათ არაფრისმთქმელი, უინტერესოდ ტალახიანი შემოდგომა და მერე მერე უფრო ტალახიანი ზამთარი. ადამიანები ისეთი გაღიზიანებულები არიან, აღარ იციან ვის ეჩხუბონ. აგერ ანინასაც დაასხეს ახალი მოთხრობის გამო. აქაოდა მეტს ველოდითო. არადა პრინციპში, მე ისევ ისეთი მომეჩვენა როგორც ყველა დანარჩენი.
ამბები წარსულიდან:
მე ისევ იქ ვმუშაობ, ცოტა სხვა რაღაცასაც ვაკეთებ მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა. რაც გვანცა წავიდა ფორტუნადან, მგონია ჩემი ფუნქციაც მიიკარგა. ანუ კარგია როცა მენეჯერი გყავს, ცუდია როცა მენეჯერი არ გყავს. ანუ კარგია როცა იცი რა უნდა აკეთო. ცუდია როცა შენით წყვეტ რა უნდა აკეთო. ანუ კარგია როცა შენ თვითონ წყვეტ რა უნდა აკეთო, მაგრამ ცუდია როცა არ იცი რა უნდა აკეთო და მაინც შენით წყვეტ. მოკლედ გვანცა მომენატრა.
ცოტა უცნაური იყო ის, რომ სრულიად უმიზეზოდ მქონდა რამდენიმე მოთხრობის დაწერის შემოტევა. და როგორ უმიზეზოდაც მოვარდა, ისე დამტოვა. ახლა კი მეწერება რაღაცები, მაგრამ ვგრძნობ, მეც გაღიზიანებული ვარ, და ნაწერის ტონი არ მომწონს.
ჰო, აქვე გამახსენდა, გუშინ გუნიამ მითხრა, რომ ვახოს სვეტში ამომიკითხა. სიმართლე გითხრათ ყველაფერს ველოდი იმის გარდა რომ “ძერსკიო” დაწერდა.. მოკლედ ეგეც იმდენად მნიშვნელოვანი არაა, ორი დღე მივახარჯო, გუშინდელი საღამოც ეყოფა და დავიკიდეთ.
აქ არ მითქვამს მგონი ჯერ, ჩემი მოთხრობები, რომელთა ჩემს ბლოგზე დადებაც რაღაც მიზეზების გამო არ მინდოდა, მაინც გამობლოგებულია აგერ უკვე რახანია. აქ და კიდევ აქ. თანაც ავტორის რეცენზიითურთ. რომ წავიკითხე მაშინვე გავიფიქრე, რომ მართალი იყო ჩემი ერთი მეგობარი როცა ამბობდა, გენიოსები არ არსებობენ, უბრალოდ ხალხი ქმნის არაფრისგან გენიოსებსო.
ამბები მომავალში:
ამბები მომავალში რამდენიმეა. ხვალ, 10 ოქტომბერს სუპერლიგა იწყება. მე კი ბევრს არაფერს ვაკეთებ მანდ, გარდა იმისა, რომ სწორ პასუხებს ვარჩევ და ბაქრაძეს ვეუბნები თავი დამანებოს როცა საქმეს ვაკეთებ და ა.შ. (ნუ აქამდე ესე იყო) ხალხი მომენატრა. ძალიან იცის მონატრება ხალხის იმ კასტამ ვისაც ინტელექტ კლუბი ჰქვია. ზუსტად ვიცი, ხვალ მოსიკა იჩხუბებს, რომ დასარიგებელ მასალას დროზე ვერ ვანაწილებ, ბაქრიკა მოვა და შემჭამს ნუ მესწერვებიო, ბარიგა და კახა ნერვებს მომიშლიან იკას როგორ დაშორდიო, საერთოდაც მაგაზე ბევრი მომიშლის ნერვებს. გორგილაძე რაღაც უხერხულად გამიღიმებს, აი ისე უხერხულად თითქოს მისი ძმაკაცის ყოფილი შეყვარებული ვიყო. გუნია და რატი რაღაცნაირად გადმომხედავენ, აქაოდა ძერსკი მოთხრობების წერა დაგიწყიაო. და ა.შ. და ა.შ.
თამაშს და სპორტულ ვერსიას რომ თავი დავანებო, რსრ–ს ჩაწერები იწყება იქით შაბათს. ისე გამიხარდა ხტუნვა დავიწყე, ერთ საოცარ ამბავს რომ არ დაეჩრდილა, ჩაწერები რ2–ის ახალ სტუდიაში გვექნება, რომელიც ეზ აი ნოუ, ტრაკში მდებარეობს.
მოკლედ ეს თემა რაღაცნაირად ამოვწურე მგონი, და დროა იმ ახალ ამბავზეც მოვყვე რაც რადიოში ხდება. ფორტუნა პლუსზე რაღაც გადაცემის გაკეთებას ვგეგმავ. გუშინ პროექტიც დავწერე და ამოვისუნთქე, რაღაც დიდხანს ვეწვალე და დამღალა. რა თქმა უნდა როგორც ამბობენ ხოლმე, ყველაფერი ჯერჯერობით სურპრიზად რჩება, მაგრამ გპირდებით თქვენ ყველაზე მალე გაიგებთ.
30 ოქტომბერი მიხარია წინასწარ, ნიუქამერების გამო. სხვა თუ არაფერი, ეგ ის სფეროა, რომელზეც მუშაობა ყველაზე მეტად მიხარია, რაღაც ბავშვობის სისხლის ყივილები მაქვს მგონი.
12 ორშაბათი
3 წლის წინ “ჩვენი ექსპრესის” ანდერგრაუნდში გადამიღო ერთმა ჩემმა მეგობარმა. ისე უბრალოდ ვიჯექი და ვლაპარაკობდი რა სასტიკი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და სხვა ათას ლუზერულ თინეიჯერულ ფრაზას ვისროდი. ერთი დიდი აბზაცი კი იმას მივუძღვენი რომ ჯეოსტარი იყო ერთი დიდი იდიოტიზმი. პრინციპში ეგ იმ გადაცემის რეჟისორმა მთხოვა, უფრო სწორად ნება დამრთო “რაც მინდოდა ის მეთქვა” მაგ პროექტზე. იმ რეჟისორს ადამიანი ჭირდებოდა ვინც მაგას იტყოდა, მე კი მუწუკიან თინეიჯერს, “საკუთარი აზრის გამოხატვა/დაფიქსირება” მჭირდებოდა. ჰოდა მეც ვთქვი რაც მინდოდა. ახლა იმიტომ გამახსენდა ეს ამბავი, რომ 11 ოქტომბრიდან ყოველ ორშაბათს გავატარებ ფილარმონიაში, ჩვენს საყვარელ ვარსკვლავებთან ერთად. დღეს დილით ვფიქრობდი, რომ მგონი ოთხი წლის წინანდელი ამბის გამო სათანადოდ ვისჯები.
4 პერო
4 პერო, 4 პეროიანი დღეა. 22–25 ოქტომბერი, ანუ მეორენაირად რომ ვთქვათ ჯორჯიან Fეშენ ვიქი. ამ ოთხი დღის მანძილზე, მე დავითვლი და ობიეტურად გავაშუქებ ვის რამდენი პერო ექნება გარჭობილი. ერთადერთი კარგი ამბავი აქ ისაა, რომ ჩემს აკრედიტაციების კოლექციას კიდევ ერთი ცალი მიემატება.
ჰო მგონი სულ ეს იყო რაც უნდა მომეყოლა.. დანარჩენი ინფორმაციით შემდეგ გამოშვებებში დავბრუნდები..
(c) Monkey
რა გინდა დაგეგმილი გქონია მთელი თვე, Fეშენ ვიქს თუ არ ჩავთვლით 🙂 ჯაზ აკრედიტაციაც გინდა 27-30-ში და…
OMFG :d geniosi shevqmneni ?? 😀 😀 magaria 😀
შენი პოსტები ისევე ადვილად მეკითხება ხოლმე, როგორც საკუთარი : ))
ახლა მივხვდი და რა დებილი ვარ, რომ ახლა მივხვდი: ამ პლანეტაზე არსებობენ მამაკაცები, სწერვები და სწერვა მამაკაცები. დანარჩენი ან ცხოველია, ან მცენარე.
ციკლიდან “გამგები გაიგებს”