პოსტის დაწერას სულ სხვა თემაზე ვაპირებდი. იმ პოსტის მასალად ერთი ფოტო მჭირდებოდა. თუმცა დაგუგვლის დროს სხვა რამეს გადავაწყდი.
აი მაგალითად, შემთხვევით გავიგე, რომ “მშკ”–ს (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს) მართლა “მშკ” ჰქვია. ეს არც შეცდომაა, არც ხუმრობა, არც უცოდინრობის პიკი. უბრალოდ სახელი “მმკ” უკვე დაკავებული ყოფილა “მართლმადიდებელ მრევლთა კავშირის” მიერ.
აქ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გავიგე. მაგალითად ის, რომ “მშკ”მ ჰელოუვინი დაარბია, (უკვე ძველი და “ჩაფარცხული” ამბავია. თუმცა ძალიან სასირცხვილო და ჩემთვის დღემდე ისევე არაადამიანურად გამაღიზიანებელი, როგორიც მაშინ როცა პირველად გავიგე) სასამართლოში უჩივლელად და ჩუმად დამთავრებულა.
კიდევ ის გავიგე რომ ჩვენთან არანაირ დემოკრატიაზე არაა ლაპარაკი, როცა არსებობს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი. რატომ?
ყურადღებით გადაავლეთ თვალი სტატიას და ქვემოთ არსებულ ზეგენიალურ კომენტარებს.
კიდევ დამტკიცდა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით რომ ამათ ხელში ვერასდროს განვვითარდებით.
ახალგაზრდებს, რომლებიც ხუთშაბათის კრებას ესწრებოდნენ (გოგონები ბიჭებისგან განცალკევებით ისხდნენ), ავთანდილ უნგიაძე ესაუბრებოდა იმის შესახებ, თუ როგორ კარგავდა ადამიანი საუკუნეების მანძილზე სულიერებას.
ახლა განვითარება ვინმეს აღვირახსნილობაში ნუ შეეშლება. და თუ შეეშლება ჯობს ახლავე დატოვოს ბლოგი.
დგას თუ არა რჯულის კანონი კონსტიტუციაზე მაღლა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებისთვის, მარტივი კითხვაა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ ქვეყნის კონსტიტუციას, მაგრამ თუ ქვეყნის კონსტიტუცია რაიმე ნაწილში დაუპირისპირდება ეკლესიას, ჩვენთვის ის იქნება მიუღებელია და იმ ნაწილში არ იქნება ჩვენი კონსტიტუცია,“ – ამბობს უნგიაძე.
ბოდიში? ადამიანები ხმამაღლა აცხადებენ რომ არღვევენ კანონს, სადაც წერია რომ ყველა ადამიანის უფლებაა ჰქონდეს თავისუფალი მრწამსი, სქესი, ეროვნება და ა.შ.
ვინ ხარ შენ. რელიგიის სახელით რომ შემოდიხარ ჩემს სახლში, მირღვევ სიმშვიდეს, მაიძულებ ვიცხოვრო ისე როგორც შენ გინდა და არა ისე როგორც მე მინდა?
ვინ ხარ შენ რომელიც წყვეტ მე რას ვუყურო და რას არა?
ვინ ხარ შენ რომელიც მე მაიძულებ მეცვას კაბა თუ შარვალი უფრო მიხდება?
ვინ მოგცა იმის უფლება შეეხო ჩემს კერძო საკუთრებას, ჩემს თავისუფალ ნებას მე მქონდეს ნებისმიერი აზრი, ჩემს გამოხატვის თავისუფლებას, დავწერო და დავხატო ის რაც თავში მაქვს.
ვინ მოგცა ეკლესიის სახელით იმის კეთების უფლება რასაც აკეთებ?
სადაა ჩემი სასამართლო? რომლის უზენაესობას ვაღიარებ მე, საქართველოს მოქალაქე, და არ არსებობს ჩემთვის უფრო მყარი კონტროლის მექანიზმი და წესები, გარდა იმისა რაც მიწერია კონსტიტუციაში.
რატომ დუმს ყველაფერი ირგვლივ, როცა ეს ბნელეთი, დამახინჯებული მრწამსი ავიწროვებს ადამიანებს მათი შეხედულებების გამო?
დიახ. მე არ მწამს. და არც არასდროს ვიწამებ თქვენს ღმერთს, რომელიც დიდი ხანია მოკალით.
ჰო ეს ისე, გასახსენებლად და დასატკბობად.
(c) monkey
momewona sheni blogi.. 🙂
მადლობა )))
[…] პ.ს. ეს ერთგვარად აცდენილი პოსტი გამოვიდა იმ ყველაფრისგან, რაც ახლა იწერება ბლოგებზე. მმკ ჭყჯ და ა.შ.–ს ვგულისხმობ. და ეს იმიტომ კი არა, რომ მკიდია რაც ხდება, არამედ იმიტომ, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი, რაც ჯერ არ მითქვამს. (რაც უკვე მითქვამს..) […]
ახლა ჩამოგყვები და სულ წაგიკითხავ! აი ასე