სარკეში მძღოლის ჩემზე მოშტერებულ თვალებს ვხედავ. ერთ ნაუშნიკს ვიხსნი.
- რამე მითხარით?
- ჰა?
- რამე მითხარით?
- არა შვილო. არ ჩაგეძინოს-მეთქი.
- არ ჩამეძინება.
მეგონა თვალები გახელილი მქონდა, როგორც ჩანს არ მქონია. ნაუშნიკს ისევ ვიკეთებ. ცალ ყურში მუსიკის სმენა იმაზე ცუდია, ვიდრე არცერთში. “you’re going into the bushes, შედიხარ ტყეში-ი, stand by the river, რომელიც მდინარეს ჰგა-ავს, you’re having fun, ვიღაცის სახლში” მღერის ზურა ჯავახია, ან ბასკი, ან ქარჩხა, ან სამივე ერთად. Continue Reading »
უფრო დავჭკვიანდი, შესაბამისად უფრო დეპრესიული გავხდი.
დავკარგე კარგი მეგობარი.
მივიღე ბევრი უარყოფითი ემოცია ჩემს პოსტებსა და ვიდეოებზე ფიდბექის სახით, განსაკუთრებით ძლიერი ემოციები კი Youtube-ს ჩენელმა მიწყალობა.
მოვყევი ავარიაში.
რა მოხდა 2011 წელს ჯერარმომხდარი, მაგრამ სასიამოვნო:
გაზაფხულზე გავხდი ყველაზე თვითაღიარებული ბოზი ქვეყნის მასშტაბით. პოსტი დღემდე ყველაზე პოპულარულია, ჩემს პოსტებს შორის, და მისი უამრავი რიმეიქიც იხილა ქართულმა ბლოგოსფერომ.
გაზაფხულიდანვე მივაგდე ჩემი ჟურნალისტური კარიერა და გადავბარგდი სოციალურ მედიაში.
ჟურნალისტიკის ბოლომდე მიგდება არ გამომივიდა, და პირველი ნომრიდანვე ვწერ ტაბულა არტში.
პირველად მივიღე მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში, გავიმარჯვე პირველ ეტაპზე და ფინალში გავედი მეორე ადგილზე. ეშმაკობის და მანქიერების წყალობით, რა თქმა უნდა.
საღამოს გაღვიძება და უსიამოვნო წინა დღე, ლეპტოპი, ფეისბუქი, სამი ნოტიფიკაცია: ლაიქი, ივენთის მოსაწვევი, მეგობრობის თხოვნა. Refresh, რამე მუსიკა, არა, ეგ არა, არც ეგ. კარგი, არ გვინდა მუსიკა. ხუთ წუთში მზე ჩავა, ვერ მოვასწრებ გადაღებას? ვერა. სასაცილოა რას დასდევ ამ ჩამავალ მზეებს. იმიტომ ხომ არა, რომ უფრო თბილია, ვიდრე ამომავალი? ჰა-ჰა! არ ადგები? ჰო, რა აზრი აქვს. კარგი, იქნებ გეჭამა რამე. არ გინდა? რა აზრი აქვს +/-3 კგ. Refresh, ანთია? არა არ ანთია. ვოლზე შევიხედოთ, ლინკები, ლაიქები, მომენატრეები, მიყვარხარები, გულები, სმაილები. ტფუ. Refresh. სიგარეტი. გავიდეთ? სად გავიდეთ, უბანი იდიოტებით გაქვს სავსე.
- პინგ.
- პონგ.
- როგორ ხარ?
- I’m ok.
- რას შვრები?
- არაფერს. გავიღვიძე.
- ცუდ ხასიათზე ხარ?
- საერთოდ არ ვარ არანაირ ხასიათზე.
- კაი.
(***** is typing) (***** has entered text) (***** is typing) Continue Reading »
უჰ. მაგრად. აქ არ ვარ. გხედავ? კი გხედავ. მიყურებ და იცინი. არა უფრო ხშირად იღიმები და ზოგჯერ იცინი. იცინი, როცა მიყურებ როგორ ვიქნევ ხელებს და თითებს თითქოს დიიიდ საკონცერტო დარბაზში ვუკრავდე მოცარტის ამ რომელიღაცა მარშს. არ ჩაუწიო, არა! მიყურებ და იღიმები, და ხანდახან იცინი კიდეც, როცა ხედავ როგორ მგონია, რომ რომელიღაც შუაამერიკულ ფაბში ვცეკვავ ამ ქანთრის დაკრულზე. არ გადართოთ რა. წავალ ჩემს მუსიკას ჩავირთავ და სადმე მოვაწყობ მოგზაურობას.