დიახ, სწორედ ასე ჰქვია საქმეს, რომელიც აღძრულია მოქალაქე სალომე ბარკერის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე.
მოტივები, რატომ არ დავრეკე პატრულში მაშინვე: ვიფიქრე, რომ არაფერი არ მახსოვდა, და ერთ დეტალსაც ვერ ვეტყოდი, ტყუილად კი პატრულის მოსვლა უაზრო კითხვების დასმა და ა.შ. თავის ტკივილი არ მინდოდა.
მოტივები, რატომ დავრეკე პატრულში ამ სტატუსის დაწერიდან ზუსტად ოც წუთში: ყველამ, ვის აზრსაც პატივს ვცემ, მირჩია/მთხოვა/მოითხოვა დამერეკა პატრულში, და მეც why not პრინციპით ავიღე ტელეფონი და ავკრიფე 022.
დიალოგი #1, მოქმედი პირები მე და ოპერატორი ქალი.
მე – გამარჯობა, გამოძახება მინდა თუ შეიძლება.
ო.ქ. – გისმენთ, რასთან დაკავშირებით?
მე – საკუთარ ლიფტში დამესხნენ თავს..
ო.ქ. – უი რას ამბობთ? რამე წაიღო?
მე – არა, დაყაჩაღების მიზნით არ დამსხმიან თავს, ბიჭი იყო, მე გოგო ვარ..
ო.ქ. – აა. ახლავე გამოვუშვებ მანქანას.
ზუსტად სამ წუთში მანქანა არა, მაგრამ მანქანები მოვიდნენ, სამი ეკიპაჟი. ანუ 6 საპატრულო პოლიცია და ერთიც უბნის ინსპექტორი/გამომძიებელი. აქვე მინდა შედარებით გამოუცდელებისათვის დავყო ჩვენ-რომ-გვიცავენ იმათი სახეობები. მაშ ასე:
პირველი კატეგორია: საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ანუ მორიგე პატრულები, მოძრავი პატრულები, ქვეითი, ცხენიანი, მოპედიანი პატრულები და ა.შ. ანუ ადამიანები, რომლებთაც შედარებით დაბალი აიქიუ და ნულს ქვემოთ იუმორის გრძნობა აქვთ, ანუ ე.წ. ლეღვიღადაობებით რომ ირთობენ თავს.
მაგალითი #1 – პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი გადასცემს ცენტრს/ვიღაცას ჩემი საქმის ვითარებას და მესმის სიტყვები – “რას უპირებდა და იმას, ყველას რო უყვარს, ჰეჰე“
მეორე კატეგორია: “განყოფილება“ – ანუ ადგილი სადაც გამომძიებლები სხედან/დგანან/წვანან. ისინი, პატრულის თანამშრომლებისგან განსხვავებით, უფრო დახვეწილი მიდგომით და უფრო დეტალური, სკეპტიკური და მიმწოლი კითხვებით გამოირჩევიან, უფრო “მაგარი როჟები არიან”, და საერთოდ ჩვენს პატრულსა და სამძებრო სამსახურს შორის ისეთივე ურთიერთობას აქვს ადგილი, როგორიც ამერიკის პოლიციასა და FBI-ს შორის. შემჩნეული გექნებათ ალბათ.
მესამე კატეგორია: კრიმინალისტები – ველოდებოდი თეთრხელთათმანიან, ქეისიან, საკუთარ თავში დარწმუნებულ, მოკლედ რაღაცნაირ როჟებს, ხელთ შემრჩა სომხურ აქცენტზე მოღადავე, აგდებული დამოკიდებულების, მორალის მკითხველი (რა მინდოდა ღამის ორ საათზე გარეთ) და არასათანადოდ აღჭურვილი ორი ღიპიანი ბიძა.
მაგალითი #2 – კუსაჩკა არ გაქვს ფრჩხილები, რომ შენ თვითონ მოიჭრა? არა მეთქი. კაი მაშინო, და არც მეტი არც ნაკლები აი ამხელა მაკრატლით დამაგლიჯა ათივე ფრჩხილი.
ლეღვიღადაობა აქვე # – ბიჭო რამდენჯერ გითხარი მკვდრებზეც და ცოცხლებზეც ერთ მაკრატელს ნუ ხმარობ. ჰეჰე.
მეოთხე კატეგორია: ტიპები, რომლებიც არც კი თვლიან საჭიროდ, გითხრან ვინ არიან. ანუ განყოფილების უფროსები. რომლებიც უბრალოდ გესალმებიან და სახელს გეკითხებიან [კარგ შემთხვევაში] ან პირდაპირ კითხულობენ „ეს არის?“ და მერე „მოყევი აბა რა იყო და როგორ იყო“.
მაგალითი #3 პატრულ/გამომძიებლების მოსვლიდან რამდენიმე წუთში, ერთმა ასეთმა შემოალაჯა ჩემს ზღურბლზე, მამაჩემს მიესალმა, ჩემზე იკითხა ეს არისო? და დაჯდა და მოყევიო. ამ დროს ყველასთვის მოულოდნელად ისმის ჩემი შეკითხვა:
- და თქვენ?
- რა მე? – გაუკვირდა შემოლაჯებულს.
- თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე განყოფილების უფროსი ვარ! და რა იყო რო?
- არაფერი, ხომ უნდა ვიცოდე ვინ ხართ? ახლა უკვე ვიცი.
მოკლედ სახეობები ასე თუ ისე ჩამოვაყალიბე. ახლა უშუალოდ გადავიდეთ საქმეზე და ე.წ. თაიმლაინზე.
ფაქტი იყო ასეთი: მოვდიოდი ჩემს კვადრატში სახლისკენ, შემოვუხვიე წინასწარგანზრახული მიმართულებით ჩემსავე სადარბაზოში, გამოვიძახე ლიფტი, მოვიმარჯვე ერთადერთი ხუთთეთრიანი რომელიც მქონდა, მოვიხსენი ყურიდან ერთი ნაუშნიკი, რომ გამეგო, მოდიოდა თუ არა ლიფტი და დავიწყე გასაღების ძებნა ჩანთაში. ამ დროს ჩემი კვადრატის მიმართულებით, ასევე წინასწარ განზრახულად შემოუხვია უცნობმა სილუეტმა, რომელმაც არც აცია და არც აცხელა, პირდაპირ საკოცნელად გამოიწია. (სხვათაშორის ისეთი მარტივი წინადადება, როგორიც არის „საკოცნელად გამოიწია“ ჩვენებაში იწერება შემდეგნაირად – „მან გამოიშვირა თავისი ტუჩები, გამოშვერილტუჩებიანი სახე მოუახლოვა ჩემს სახეს და უნდოდა მისი გამოშვერილი ტუჩები – ჩემს ტუჩებზე მოედო.“ ვიცი რომ ხოხავთ, მეც ვხოხავდი ჩემი ჩვენება რომ წავიკითხე). აღნიშნულ ვითარებაში მე გამოვხატე უკიდურესი შეშფოთება, და ხელი ვკარი უცნობ ობიექტს, რომელიც მყისიერად დავაფიქსირე, რომ იყო მთვრალი, ვინაიდან ალკოჰოლის სურნელი მკაფიოდ შევიგრძენი მისი გამოშვერილი ტუჩებიდან.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ტიპი ლიფტში შემომყვა, სადაც მე მთელი ძალით ვაკავებდი ორივე ხელით და უკიდურესად მაღალ ხმაზედ (სხვათაშორის არ ვიცოდი თუ ამხელა ხმა მომეპოვებოდა) მოვუწოდებდი სასწრაფოდ დაეტოვებინა ლიფტი, კერძოდ კი, მე მას მივმართავდი სიტყვებით „გაეთრიე ახლავე, გა-ეთ-რი-ე! ახ-ლავე!“ და ასე დაუსრულებლად, სანამ მან არ სცადა ლიფტის კარის გაღება და გარეთ „გათრევა“. ამ დროს მე ოდნავ დავუწიე ჩემს კოლორატურულ სოპრანოში ასულ ხმის რეგისტრს და სოპრანომდე ჩამოვედი, 5 თეთრიანმომარჯვებული ვიდექი რა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც არის ლიფტის ღილაკები და ხურდის ჩასაგდები აპარატი, ველოდებოდი ხელსაყრელ მომენტს, როდის გაეთრეოდა მთვრალი ახურუშებული ობიექტი ჩემი კვადრატიდან, რომ მყისვე ჩამეგდო ხურდა და ავსულიყავი სახლში.
თუმცა ეს აღმოჩნდა ფანდი, ჩემს დასაბნევად და გასაჩუმებლად, რაზეც მინდა გითხრათ, რომ არ წამოვეგე და უცნობი მოძალადე ჩემკენ კვლავ გამოიწია თუ არა, მე წარმატებით ვთხლიშე მას ჩემი სამასტონიანი გასაღებების აცმა და კვლავ შესაშურად მაღალი ტემბრით დავიპყარი მიმდებარე ტერიტორია. (ტერმინოლოგია სამწუხაროდ ერთფეროვანი და იგივე: გა-ეთ-რი-ე!) თხლეშვის მომენტში ის ოდნავ დაიბნა, რა დროსაც მე ვიხელთე დრო, და ჩავსტყორცნე ჩემი ხუთთეთრიანი და დავაჭირე მერვე სართულს. აქ მოხდა იმ ათი შემთხვევიდან ერთი, როცა ლიფტი ხურდას არ ყლაპავს, და იგი დაიძრა. რა დროსაც ჩემი თანამგზავრი გაცოფდა, და შემომახია ჩემი მაისური, რაზეც უკვე მე გავცოფდი და ადგილზე მიმასიკვდილებელი მზერა ვესროლე, მაისურისგან დარჩენილი ნაწილები ტანზე გავისწორე, და საკმაოდ უშვერი სიტყვებით მივმართე. ჩემკენ გამოწევის ყველა მცდელობა მისი კედელზე მინარცხებით წარმატებით დავასრულე, ამასობაში მერვე სართულზეც ავედით, კარი გაიღო თუ არა, ფილტვებში დარჩენილი ჰაერით ჩემი ძმის სახელი, საბა ვიყვირე. (კიდევ კარგი რამე ისეთი სახელი არ ჰქვია, რომლის ყვირილიც გამიჭირდებოდა. მაგ: ჯარჯი!) ორივე ხელებით გამოვაგდე მოძალადე ჩემი კუთვნილი კვადრატიდან, მივაჭირე ზარს ხელი (დაბნეულობის პირველი ნიშანი აქ გამოვავლინე, იმიტომ რომ კარის გასაღები მთელი ეს დრო ხელში მეჭირა), რა დროსაც ის მაშინვე გაიქცა კიბეებით, თუმცა მოვასწარი მისთვის მეცნობებინა, დედამისზე განხორციელებული მოსალოდნელი სქესობრივი აქტის შესახებ, ვინაიდან მე მისი სახე კარგად დავიმახსოვრე.
დანარჩენი მოქმედებების თანმიმდევრობა: ტირილი, ჩემ მიერ ჩემების დაწყნარება, მესიჯი კონკრეტულ ადამიანს, ტირილი, სხეულზე ნაკაწრებისა და გაწყვეტილი ყელსაბამის აღმოჩენა, სტატუსი ფეისბუქზე, ტირილი, მამაჩემის და ჩემი ძმის ქვემოთ არ ჩაშვების მცდელობა, ტირილი, კომენტარების წერა ფეისბუქზე, ჩემი მშობლებისთვის იმის თქმა, რომ პატრულის გამოძახებას ვაპირებ, პატრულის გამოძახება, მშვიდი სახით ყველაფრის მოყოლა, და რამაც ყველაზე ძალიან გამაოცა – თურმე მახსოვდა მოძალადის ყველა მნიშვნელოვანი ფიზიკური დეტალი.
- - მაისურის ტიპი და ფერი
- - მოძალადის სიმაღლე და თმის ფერი
- - მისი ოდნავი წვერი
- - მისი ყელსაბამი
- - რა ეხატა მაისურს ზურგზე
- - მოძალადის აღნაგობა
მონაცემები პატრულის ყველა ეკიპაჟს გადაეცა, ზუსტად 58 წუთში კი, ჩემი მითითებული აღწერილობის ტიპი დააკავეს.
შემდეგი ქმედებების თანმიმდევრობა: ჩემი მკაცრი გადაწყვეტილებით – ჩემი აფუცხუნებული მშობლებისა და ჩემი ძმის სახლში დატოვება და ჩემი განყოფილებაში წაყვანა, დაკითხვა, ჩვენების დაწერა (დაწყებული იქიდან, რომ მოვდიოდი ანინას დაბადების დღიდან და რამდენად შევუთანხმდი რა მარკის ტაქსს, რომ სახლამდე გამომიყვანდა – დამთავრებული პატრულში ზარამდე) მერე ლოდინი, მერე დაკითხვა, დილით სახლში მოსვლა და ჩემი მაისურის და ყელსაბამის „ამოღება“, ხოლო აიპოდის უბრალოდ დათვალიერება (არ „ამოვაღებინე“, ხომ მოვკვდებოდი.. ისე თქვენ თუ იცოდით, რომ აიპოდს ოფიციალურ ოქმში „მუსიკალური მაგნიტოფონი“ ჰქვია? აი ახლა უკვე იცით) მერე ლოდინი, პერიოდულად მესიჯობა, პერიოდულად ტირილი, რომ მარტო ვარ იქ, მერე დაკითხვა, მერე კრიმინალისტები, რომელთაც დამაგლიჯეს ფრჩხილები და გადამიღეს ოთხი ფოტო, აი ისეთი კედელთან, ერთი ანფასში, ორი პროფილში და ერთიც ტატუს. ოღონდ ისინი რომ იჯღანებიან ხოლმე ფილმებში, და ენას რომ ყოფენ და შუათითს რომ აჩვენებნ ხოლმე, ტყუილია, არ დაიჯეროთ. მე არ მაქნევინეს.. მერე იყო ამოცნობის პროცედურა.. ოო. აქ უნდა გავჩერდე.
ამოცნობის პროცედურა, ზუსტად ისეთია, როგორიც ფილმებში გინახავთ, შენ ხედავ – ისინი ვერა. სამნი არიან, ერთნაირად აცვიათ, ერთმანეთს გვანან, სიმაღლით, გარეგნობით.. მაგრამ მხოლოდ ერთს აქვს ის ცინიკური გამომეტყველება, რომელსაც „ჩემს ***ს მიცნობ, და თუ მიცნობ მაინც ***ზე მკიდია“ აწერია. ჰოდა ეგ არის. ისედაც ეგ იყო, ორ წუთზე მეტი სახეში ვუყურებდი ტიპს, თავზე დავჩხაოდი და დავინახე თუ არა ეგრევე ვიცანი, თუმცა დრო ვიხელთე და სხვებიც გადავათვალიერე, მაინტერესებდა გამომძიებლებმა როგორ იჩალიჩეს კიდევ ორი ასეთის პოვნა. მოკლედ ამოცნობის პროცედურა fun იყო მეთქი ვერ ვიტყვი, გული ძალიან მიცემდა, და ზუსტად და გამოზომილად ვპასუხობდი გამომძიებლის კითხვებს:
დიალოგი #2
გამ. – სალომე, შენ განაცხადე რომ დღეს თავს დაგესხნენ, შეგიძლია გვითხრა თუ აქ არის ის, ვინც გგონია რომ თავს დაგესხა?
მე – კი, აქ არის.
გამ. – შეგიძლია ამოიცნო, რომელია?
მე – კი. შუაში.
გამ. – და როგორ ამოიცანი?
მე – საკმაოდ დიდი ხანი გავატარე ამ ადამიანთან ერთად განათებულ ლიფტში, რომ სახეზე არ დამვიწყებოდა.
გამ. – დარწმუნებული ხარ?
მე – ასი პროცენტით.
მერე სასამართლო ექსპერტიზაზე წავედით, ნაკაწრები შემითვალიერეს, მერე ამოცნობის შემდგომი დაკითხვა მქონდა, და საბოლოოდ ოფიციალურად დავადასტურე, რომ ვითხოვ ეჭვმიტანილის ბრალეულობის დამტკიცებას და მისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების გატარებას, რაც ითვალისწინებს 137-მუხლის პირველ ნაწილს, ძალადობრივი გზით სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობას, ანუ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. + აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი ამჟამად 5 წლიანი პირობითი სასჯელის მეორე წელიწადს იხდის, რაც კიდევ უფრო უმძიმებს მას გარემოებას.
ბოლოსიტყვა:
როგორი საწყალიც არ უნდა იყოს ის ტიპი სინამდვილეში და მე “ციხეში გაშვებით ცხოვრებას ვუნგრევდე” ყოველთვის გამახსენდება, ტვინში მექნება და არასდროს დამავიწყდება – ჩემი არაადამიანური კივილის ხმა ლიფტში, და ასევე ჩემს უფროსს რომ მივწერე, ხვალ შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს სამსახურში, ამიტომ და ამიტომ მეთქი, პასუხად მისი მესიჯი დილის ხუთ საათზე „Do you want me to come?”..
განსაკუთრებული აღნიშვნა – მე არ ვყვიროდი შიშისგან, მე ვყვიროდი სიბრაზისგან. და ვთვლი რომ ეს მიდგომა იყო მთავარი. მოძალადე ჩემგან შიშს ელოდებოდა და არა სიბრაზეს. მე კიდევ გაცოფებულ-გაცეცხლებული გავეჩითე და დაიბნა.
განსაკუთრებული მადლობა: ქეით ალუკარდს, რომლის „სხვათაშორის“ ნაბოძები ხუთთეთრიანით ავედი სახლში!
პ.ს. რა თქმა უნდა აქ ყველა დეტალი არ არის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ იმედი მაქვს, რაღაცებში ამომწურავი ვიყავი. ველი კითხვებს და შექებებს კომენტარებში!
ბოლოს, ჩემი ფეისბუქ ფრენდის მიერ გაკეთებული კომიქსი <3







გმირი ქალი ხარ ჩემ თვალში !
First!
)))
“აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი ამჟამად 5 წლიანი პირობითი სასჯელის მეორე წელიწადს იხდის, რაც კიდევ უფრო უმძიმებს მას გარემოებას.”
10–15 წლის ბაზარია, თუ იგივეზე იჯდა საერთოდ შეიძლება ვერც გამოვიდეს..
–––
დიდი მადლობა პატრულს.
ბარკერ, ამ ფრაუდ ოფ იუ! :*
ვამაყობ შენი სტრესისშემდგომი იუმორის გრძნობით
და შენი სიძლიერით
ღმერთmoney! ყოჩაღ! :დ
დახასიათებები ზუსტია:დ კი მაგრამ ან მეზობლებმა ვერ გაიგეს ან რამე რა იყო ეს o.O
ოქმები სასაცილოდ იწერება ხო, მეც ძალიან სასაცილოდ ვწერდი როცა გამომძიებელის თანაშემწე ვიყავი :დ
კი გაუგიათ, პირველზე და მერვეზე :დ ოღონდ პირველ სართულზე გოგომ მამაჩემს ეძინა ვერ გავაღვიძე და ძალიან შემეშინდაო. და მერვეზე უკვე მალევე შევედი სახლში და პროსტა საბა ვიყვირე. ჰოდა ისე ის ჯღავილი მე რომ გამეგო მოვკვდებოდი შიშისგან რა კარის გაღება და დახმარება :დ ამიტომ იმ გოგოს არ ვამტყუნებ :დ
ასე ჩემი მეზობელი დააყაჩაღეს და ზედა მეზობელი არც გამოსულა, არადა ქალი კინაღამ შემოაკვდათ ყაჩაღებს, ვერც გამოვიდა, ტელეფონიც არ ჰქონდა რომ დაერეკა .
მე ერთხელ მქონდა შემთხვევა (მეორეზე ვცხოვრობ) დიდი ამბავი იყო სადარბაზოში, ჩხუბი, ჯახუნი, ბრახუნი და ა.შ. შუქი ავანთე, გავედი მეც ხმაურიანად გარეთ :დ და დავაფრთხე :დ ვიღაც უცხოები იყვნენ
ბლეჰ გავბანძდი
ჩემი აზრით სწორად მოიქეცი და 1 ნაბიჯით არ უნდა დაგეხია უკან. დემოკრატიული და უშიშარი ქვეყანა თუ გინდა, ეგრე უნდა მოიქცე.
უუდიდესი Respect შენ!
ყოველგვარ ადეკვატურობას მოკლებული კომენტარი #1 (#1 ჩემი მხრიდან): არ ვიცოდი ძმა თუ გყავდა
au magari debili xar. da sagol rom gadarchi.
უძლიერესი ადამიანი ხარ.
გეუბნები მე, გადმოდი საბურთალოზეთქო და…
18 წელია აქ ვცხოვრობ და არავის უცდია ჩემი გაუპატიურება ჯერ.
ლოლ
არ დაუჯერო დიდ დიღომში გადმოდი 18 წელია აქ ვცხოვრობ :დ
ეგრე.. ხომ დაიჭირეს.. იშ.. რომ მეორეჯერ ვეღარ გაბედოს
პ.ს. გამომძიებლების აღწერამ დამამწუხრა :შ
ესე იგი რა გამოდის, რასაც “დეტექტივებით” გვტენიან, ბლეფია : (
ფაქტი სახეზეა – დამნაშავე დაჭერილია…
ხოდა, გინდ ბლეფი უწოდე, გინდ – “წმინდა წყლის სიმართლე”…
დი, ეს იმიტომ რომ დაიმახსოვრა მოძალადე.
და დეტექტივებში კიდე სუპერ მეგა გამომძიებლები არიან, ჯენტლმენები და ყოვლის შემძლეები… : (
აბა აქ სადაა ზრდილობა, ღიპიანი ბიძა ხითხითით რომ გეტყვის: კუსაჩკა არ გაქ ფრჩხილებისო? :დ :დ
ეგეც მართალია.
ამსიგრძე პოსტს ოდესმე თავიდან ბოლომდე თუ წავიკითხავდი არ მეგონა :დ
გაქებ ! : )) ყოჩაღ შენ ! :ო
ირმისა
გინდოდა გეთქვა ვერ წარმომედგინა ძმა თუ გყავდაო
LOL, “Каждый судит в меру своей испорченности”.
როგორ გამომიჭირე, გოგო რომ ამ დროს გარეთ იქნება და თან ტატუ აქვს, ნწ, ნწ…
P.S. ამ კომენტარზეც თუ კიდევ კუდის მობმა მოგინდება, იქნებ პასუხებში დაწერო და არა ცალკე, თორემ მეშინია არ გამომჩეს…
imas cixeshi rom miiyavenen egreve saqatmehsi sheagdeben da mteli cxovreba qatmis statusi eqneba da arc sheni saxe daaviwydeba manqi
)))
frchxilebi rato dagachres? :z
ეპითელიუმის შრე რომ იპოვონ :ო :ო რა გჭირს გოგო უყურე ხანდახან სიესაის :დ
XD
chainiki var mag ambebshi.
well, mquxare aplodismentebi sali
dzaan gulwrfeli!
shen ikaife patrulze da magat iumorze da ase shemdeg da ager ki ipoves is kaci da mouchenen tavis adgils.
ახლა გამახსენდა კიდე :დ ”შენ კი გენდობი შვილო მაგრამ გარემოს ვერ ვენდობი”
DDDD
მე ერთ მანიაკს ვიცნობდი (მანიაკი რა…დაუკმაყოფილებელი იყო) და ერთ გოგოს დაადგა თვალი…. სადარბაზოსთან დავხვდებოდი, მაგრამ ქალიშვილია ვიცი და ტეხავსო – ამბობდა…
სურათი სად არის შენი სისხლიანი?
You’re My HERO!
მმაგარი ხარ რა მანქი, შენს ადგილზე ბევრი მაგის მეთექვსმეტედს ვერ მოახერხებდა.. (მათ შორის მეც)…
es martla moxda? : O magari postia
ფუ, ეს არაპროფესიონალი ყლეები!
არადა გაუპატიურების საქმეში დაზარალებულთან მოქცევის ვაბშე ცალკე პროტოკოლი აქვს პოლიციას ბლიად. ათასი დეტალია, ის კი არა დაჯე დაკითხივსას თავზეც არ უნდა ადგეს ვინმე და ზემოდან არ უყურებდეს და ა.შ. და ა.შ. მილიონი დეტალია და ეს ხიხო ყლეები რა დღეში არიან!
საყლევეთი იმინა!
აფერუმ დედაკაცო, შენს ვაჟკაცობას!
სულ ტყუილად გავიძახოდი ფრაზას “მე შენ პატიოსანი გოგო მეგონე” მეთქი, თურმე მართლა ყოფილხარ. :დ
გაგრძელება იქნება????
აუ სალომე მართლა ძალიან დიდი რექპექტ შენ, 100-იდან ერთი მოიქცეოდა ეგრე მობილიზებულად
და საერთოდაც რაღა დროს გაუპატიურების მცდელობაა რომელი საუკუნეა?
ფუ
და საერთოდაც რაღა დროს გაუპატიურების მცდელობაა რომელი საუკუნეა?
==
)
ხო, რაღა დროს გაუპატიურების მცდელობაა, როგორც ერთი სიუჟეტის არ იყოს, როცა ამდენი გოგოა გასაუპატიურებელიო
21 საუკუნეში გაუპატიურება – ფუ რა გოიმობაა
))
აღმაფრთოვანებ, სალომე ბარკერ!!!
!!
მართლა მაგარი ხარ ! ძალიან ბევრი შენს ადგილზე მაგრად დაიბნეოდა და შერჩებოდა იმ ვირს.
P.S. სასამართლო როდის იქნება გაგვაგებინე
მევასსსები :ლიფტსგარეთ:
დღეს მე-8ზე რომ ამოვდიოდი, დრო დავინიშნე და ვიფიქრე ამდენი ხანი მე ვერ გავქაჩავდი, ალბათ დავნებდებოდი
ჰაჰააა
ძალიან მაგარი გოგო ხარ ! მასე მოუხდება მაგას !
vaaax!martlac yochag ra!
საინტერესოა, ფეისბუქის პირველი სტატუსი რატომ დაალაიქა 9 ადამიანმა?
აააა მანქი მაგარი ქალი ხარ.Fეისბუქის სტატუსზე ბევრი ვიცინე , უფრო სწორად იმაზე ვიცინე რომ დაწერე რამ გადაგარჩინა.საღოლ გმირი ხარ რაა. კიდევ უფრო შემაყვარე თვი
ცუდი ისტორია,არაჩვეულებრივად საინტერესოდ გადმოცემული)).არც მე მეგონა ბოლომდე თუ წავიკითხავდი))
memgoni eget dros pexebshua unda amoartya da asjer ufo gaiadvileb saqmes, tan magra
“არც მე მეგონა ბოლომდე თუ წავიკითხავდი))”
:დ არც მეე ..ძალიან ძლიერი ყოფილხარ : )
დოდკას კომენატრიდან გავიგე ეს ამბავი. ძალიან ცუდი ფაქტია. მეც მქონდა მსგავსი ჩეპე. ოღონდ მე იმ ადამიანს ვიცნობდი და მეც კარგად გავილახე. სახეში გაამრტყა და სახე დალურჯებული მქონდა, ხელები მიჭერდა და ხელებიც დალურჯებული მქონდა, მუცელშიც წიხლი ჩამარტყა, მაგრამ გადავრჩი და არ დამილურჯა, ჩემი მხრიდან იყო დაკაწრული სახეზე და ისეც ძალიან ვუტყამდი, იმას დაულურჯდა თუ არა არ ვიცი. და გაეთრიეს არა, მაგრამ დედის გენტალიები დავაფარე თავზე. სკოლის ბანკეტზე მომივიდა ეგ და მერე იმის გამო, რომ პოლიცია გამოვიძახე და იმ ადგილს ძალად მომაშორეს და კიდე ის ფაქტი რომ არც ჩემი დირექტორი და არცერთი იქ მყოფი არ დამიდგებოდა გვერდით პოლიციის მოსვლისას და არ დაადასტურებდა არაფერს ამის გამოც დირექტროსაც ვაგინე და ყველა იმ ადამიანის და დედის გინების მერეც დიდი პატივისცემით მესალმება დირექტორი, იმიტომ რომ იცის უარესის ღირსი იყო და სიტყვა არ დაუძრავს იმ დღეზე, რამდენჯერმე როცა ვნახე, საბუთები მჭირდებოდა სკოლიდან. ხო რა თქმა უნდა ჩემი მშობლებიც შემეწინააღმდეგნენ, ჩემი ბრალია თუ მაუპატიურებდნენ, მე არ უნდა ჩამეცვა “ისე” ან საერთოდ რატომ წავედი საკუთარ ბანკეტზე, ხომ მეუბნებოდნენ თურმე არ გინდა არ წახვიდეო. ხანდახან ისე მეზიზღება საქართველო, რომ ენით ვერ აღვწერ. სხვა დროსაც მომსვლია ეგრე. გაუპატიურება არა, მაგრამ სხვა რამ. ხო და მერე ვიყავი ისტერიკაში. საშინლად გაცოფებული და გაბრაზებული ვიყავი. და მაშინ პერიკარდიტი მჭირდა ისევ, ეს გულის გარშემო სითხე რომ გაქვს ის არის და გულიც ძალიან ცუდად გამიხდა, იმიტომ რომ ძალიან ვინერვიულე. მოკლედ აღარ მინდა გაგრძელება. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ბევრს ხშირად გონია, რომ უბრალოდ გაუპატიურებდნენ და ხომ ვერ გაგაუპატიურეს და საერთოდ უნდა გეკიდოს, მაგრამ ჩემი აზრით დიდი სტრესია, მაგრამ რა თქმა უნდა მერე ისე თუ ასე დავიიწყებ, მაგრამ მე დღემდე არ ამომდის თავიდან ის გაბრაზების შეგრძნება და მისი მოკვლის მძაფრი სურვილი და ასევე ის ცუდი შეგრძნება, როცა მკერდზე ხელს მკიდებდა. ძალის გამო საშინლად დაჩაგრულად ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ ის ძლიერი იყო, მაგრამ ეგრევე თუ არ დანებდები და იბრძოლებ იმისთვის რომ ვერაფერი გიქნას აუცილებლად ყველაფერი გამოგივა. არავის დავანებებ ჩემზე ძალადობას
მაგარი ხარ! არ მეცოდება! ძალიან კარგი!
zalian zalian zalian mamaci xar. eg yle movklavdi >:E
tavs mouare da take it easy.
ai agvfrtovandi
p.s. musikaluri magnitofoni aaaahahahahahahahahahahahahahahaha!!!!!!!!!
ყოჩაღი!
იმედია ოდესმე თუ დამემართება მსგავსი რამ, მეც არ დავიბნევი, არ შემეშინდება და წინააღმდეგობას გავუწევ.
ყოჩაღ!
მინდა გითხრა, რომ მაგ სამ რამეს არ გადაურჩენიხარ. მთვრალი იყო ის ტიპი, თან ეტყობა დაბნეული და მაგან გადაგარჩინა. მე რომ მდომოდა შენი გაუპატიურება (სამჯერ გადააფურთხე
), მაგ მაღალ ხმას მომენტალურად ჩაგაწყვეტინებდი, არც გასაღების რტყმაზე მექნებოდა პრობლემა (ცულის ყურა მაქვს მოხვედრილი თავში ორჯერ და რეაქცია ნული) და იუმორი მერე თუ გამოგადგებოდა, თავის დასამშვიდებლად
პრინციპში, ხმას ისედაც არ უშველია, მაინც არავინ გამოიხედა. ენდე აწი მეზობლებს
კაი.
აი გოგო მესმის! მე დავფიქრდი, დავრეკავდი თუ არა პატრულში, ალბათ არა და ძალიანაც მივქარავდი!
ეს რეალურად მოხდა კაცო ?
ყველას დიდი მადლობა : *
სგ სგ ^_^

კარგია რომ არ დაიბენი
ისე, ჩემი აზრით, თუ ქალი არ დაპანიკდა და არ “დანებდა”, გონზე მყოფს ვერაფერს უზამს მომხდური
ცვეტში ვიცი 8)
ხოდა, სწორედ მოიქეცი
ჰოდა ამიტომ უნდა გათიშოს. გათიშე და იბატონე
ერთი გემრიელი მუშტი ყურისძირში და… თუმცა გონზე მყოფთანაც შეიძლება მოახერხოს კაცმა, მთავარია წინააღმდეგობამ არ დაგაბნიოს. ფუ, რეებს ვლაპარაკობ
გაი სტაჟიანი გამბახებელივით გამომივიდა
მაგრამ სიმართლეა.
მე მგონი კომენტარების სიხშირის გარდა, შინაარსსაც რომ მიაქციო ყურადრება, ცუდი არ იქნება : ))
სალომე, უმაგრესი ხარ, სიტყვები არ მყოფნის, ყოჩაღ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მე ეგრე მომიტაცეს 20 წლის რომ ვიყავი და იმდენი ვქენი, ბოლოს 9 ბიჭი ჩემს ჭკუაზე გადავიყვანე და დავაბრუნებინე. ყოჩაღ, ასეთი ისტორია არც მომისმენია!!!!!!!!!! რა უშვებენ ამ ხალხს პირობითით გარეთ, ვერ გავიგე. ყავდეთ, რა ციხეში, 5 ლარი არა აქვთ, რომ ცირკთან ქალებს მისცენ?! თან კიდევ მილიონი ყოჩაღ, რომ პატრულში დარეკე და ციხეში მიაბრუნე, ეგრე უნდათ მაგათ! დარჩეს იქ 300000000 წელი!
სა-ლო-მე !
სა-ლო-მე !
<3
yochag yvela shennairad ar moiqceoda da albat shishisgan guli wauvidoda…vamayob shenit martla dzalian kargad moiqeci metis girsi iyo
yochag
) shennairi gmiri qalebi tu gadagvarchenen qartvel ers
)
didi + da respect imistvis, rom ar shegecoda da uchivle
)
gasaupatiureblebi cotaa?
raga shen mogadga?
69 კია სიმბოლური რაოდენობა, მაგრამ დაე ვიქნები სამოცდამეათე და გამოვახატავ ჩემს აღფრთოვანებას შენი სიმამაცის-და გამო O_o
ყველაფრის მიუხედავად,მაინც კარგად უმუშავიათ…ანუ დაიჭირეს პირში ჩალაგამოვლებული sex offender-ი,…თქვენი სიმამაცით კი,აღფრთოვანებული ვარ….
მევასები და აღფრთოვანებული ვარ შენით
აუუ თავიდან მაგრა ვიცინე, მარა რო დავუკვირდი, აი პროსტაა ბიჭი ვარ და კიდე ვერ მივხვდები რა სტრესია, ეგეთი ცხოველი რო ჩემ დას ან ჩემ მეგობარს შეხვდეეს, დიდი სიამოვნებით დავარღვევ 10მცნების პირველივე პუნქტს, ეგეთები რატო არსებობენ ვაფშე
პ.ს. ისეთი ენით გიწერია თავიდან სერიოზულად ვერ აღვიქვი
პ.ს.პ.ს. ახლა მჯერა, რო ქართველი ამორძალებიც არსებობენ (proud)
ეგეთი ენით ვწერ, აბა ღრიალს ხო არ მოვრთავდი :დ
))
მადლობა
1 მცნება რომელია ?
არა კაც კლა.
ეგ მე-6 მცნებაა
piizdec ar elis magas kai ambavi cixeshi
dilit mamlis magivrad ayivleben
:D
ვაიმე რეიჯ კომიქსიიი იიყოოო ძაალიან მაგარიი :დ
შსს–ს თანამშრომლებზე რა უნდა ვთქვა ზეზვადამზია ხალხია :შ
მან გამოიშვირა თავისი ტუჩები, გამოშვერილტუჩებიანი სახე მოუახლოვა ჩემს სახეს და უნდოდა მისი გამოშვერილი ტუჩები – ჩემს ტუჩებზე მოედო
––––––––––––––––––––––––
ეს წლის ფრაზაა
DD
ჯიგარი ხარ და ყველას ვუსურვებ, ასეთ სიტუაციებში არ აღმოჩენილიყოს და, თუ მაინცდამაინც, აღმოჩნდება, ისე მოქცეულიყოს, როგორც შენ მოიქეცი. ისეთ ტიპებს კი, როგორიც შენ შეგხვედრია, ისეთსავე ბოლოს ვუსურვებ, როგორსაც ის მიიღებს, ვინც შეგხვდა – ასეთ შემთხვევებში მზად ვარ დავივიწყო ჩემი პრინციპი, რომ ადამიანი არ უნდა გაუშვა საიქიოში ან ციხეში, თუ სხვა გზა არსებობს:)
ყოჩაღი, ყოჩაღი, ყოჩაღ მანქი <3
ვახ საღოლ შენ!!!
)))
ის ტიპი მახინჯი იყო ხომ ?
ერთ მაგდენს კიდე გემოვნებისთვის მივუსჯიდი, დაჟე დალეულზე! B-)
სგ : )
(კიდევ კარგი რამე ისეთი სახელი არ ჰქვია, რომლის ყვირილიც გამიჭირდებოდა. მაგ: ჯარჯი!)
porqeeee
:*
magari fantazia gaaaaqvs
ეს არ არის ფანტაზია : )
eu,marTla iyo?
(((
masin zaan vwuxvar,megona seni morigi fiqcia iyo
მე გეპეის ტუალეტში შემომივარდა ვიღაც ავადმყოფი, თითი არ დაუკარებია, მაგრამ ჩემს წინ იდგა, მიყურებდა და ანძრევდა. გარეთ გამოვვარდი, დაცვასთან მივედი და ვუთხარი, რაც იყო. გვერდით ბუფეტის ქალებმაც გაიგონეს და ჩაიქირქილეს – ა, ისევ დადისო? ამაზე შევიშალე – თურმე, ბევრმა იცოდა და ხმას არ იღებდა არავინ.
სალომე, იმედია ყველა მოგბაძავს, ხმას ამოიღებს და მოძალადეებიც თავისას მიიღებენ!!!
ეუფ = )))))))
რამდენი ნაბიჭვარია ქვეყანაზე… მილიონი კვერცხობის მიუხედავად, ციხეში ეგ ერთი კარგი მაინცაა, კარგად მიხედავენ და მიეფერებიან ახლა : ))
“მაინტერესებდა გამომძიებლებმა როგორ იჩალიჩეს კიდევ ორი ასეთის პოვნა. მოკლედ ამოცნობის პროცედურა fun იყო მეთქი ვერ ვიტყვი”
როგორც წესი ქუჩაში გადიან და პირველივე შემხვედრებს სთხოვენ, ვისაც ოდნავ მიამსგავსებენ. მანდ არ ვიცი (მეეჭვება კი მაგრად :დ) და ნიუ იორკში $25 დოლარს გიხდიან რო დროებით ეჭვმიტანილი გახდე ამოცნობაზე : ))
[...] გახმაურებული თავდასხმის ამბავი. [...]
თქვი რამეო და…
))
ყოჩაღ. მეგა-ყოჩაღ.
ამ ნაბიჭვრების დედის ხახა მოვდღან (mad)
და რამდენი ვერ ახერხებს ასეთ სიტუაციაში თავის დაცვას…
me momcons eg gogo!
ვაიმე რამდენი ვიცინე! :დ
შენ ისეთი ძლიერი ყოფილხარ, იქით გააუპატიურებ ვინმეს :დ (ზის იზ ე კომპლიმენტ, ნოთ ე სარკაზმ)
ai ukve meored cavikitxe es posti, pirvelad mashin, roca moxda. dzaan magaria!