Feeds:
Posts
Comments

Archive for March, 2011

არ დამეზარა და დავითვალე. დღევანდელი, სამშაბათის, 29 მარტის რუსთავი2-ის დილის გამოშვებაში ”დილა მშვიდობისა საქართველო”, წამყვანები, საინფორმაციოს წამყვანი, პრესის მიმომხილველი და ამინდის პროგნოზის გამომცხადებელი, რამდენჯერ ამბობენ სიტყვათა შეთანხმებას ”ახალი სტუდია”. 1. ეკა სამხარაძე – ”..ახალი სტუდიიდან პირველად გესალმებით..” 2. ვასიკო ჩიქოვანი – ”..დილის გადაცემის განახლებულ სტუდიაში..” 3. ეკა სამხარაძე – ”..ვასიკო, დრო დადგა ახალი სტუდიიდან ანუკა [...]

Read Full Post »

გამარჯობა მკითხველო, ალბათ უკვე მიხვდებოდი, რომ ჩემი სამიზნეები ძირითადად ჟიურის წევრები არიან და არა მონაწილეები. ჟიური კი არ გაგიკვირდეთ და უკვე მესამე გადაცემაა არ შეცვლილა. შესაბამისად მოსაყოლი თითქმის არაფერი მაქვს, და თან სიტყვებით აღწერას ვამჯობინე უბრალოდ ჩემი ფავორიტი მონაკვეთები შემომეთავაზებინა სქრინების სახით. აი ასეთია ხოლმე ჟიური იმ შემთხვევებში, თუ: სცენაზე რაღაც საინტერესო ხდება სცენაზე რაღაც [...]

Read Full Post »

მადლობა იდეისთვის იკას. გადავწყვიტე “At Last”, ამდენი ხნის თავშეკავების, დაკიდების და ა.შ.-ს შემდეგ, მენახა ეს ვიდეო, რომლის სახელიც გახლავთ პოსტის სათაური. კი მოძველებული ამბავია და ფორუმებიც მოვლილი აქვს უკვე მაგრამ მაინც.. ვისაც ჯერ ეს ვიდეო არ გინახავთ [ეჭვი მაქვს ასეთები თითქმის არ მოიპოვებით], უბრალოდ ჩართეთ კამერა და გადაიღეთ საკუთარი რეაქციები. და მერე დადეთ, მე დიდი [...]

Read Full Post »

გაფრთხილებთ: ეს შეკვეთილი პოსტია, და მე ვარ სუბიექტური. დემონტაჟ … 6:00 საათზე გადაღებების პირველი დღე დამთავრდა. [24 თებერვალი, ჭამა და სექსის ფეიჯის პირველი სტატუსი] ყველაფერი ასე დაიწყო.. არა, რა თქმა უნდა ყველაფერი ასე დაიწყო, ჯერ იყო იდეა, მერე სცენარი, მერე გადაღებები/პარალელურად მონტაჟი, და მალე პრემიერაა. პრემიერა 31 მარტს, ფილმი კინოთეატრებში პირველი აპრილიდან იქნება. გაკვირვება #1 [...]

Read Full Post »

ნიჭიერი თანდათან გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი მოლოდინის გადაჭარბებისთვის უკვე მზად არის. ამის ნათელი მაგალითია 14 მარტის ანუ გასული ორშაბათის სერია. ჩემი ძალიან სუბიექტური შეფასებით, პროექტი ისეთი მრავალმხრივია, რომ არაფერი დაშავდება კვირაში შვიდივე დღეს თუ ეთერში მხოლოდ ეს შოუ გავა. აი გადაცემები, რომელთა ჩანაცვლება შეუძლია ნიჭიერს: კურიერი – პარკურის შესრულებისას დაშავებული მონაწილე ხომ ახალი და რაც [...]

Read Full Post »

გამარჯობა, შენ ჩემს მარშუტკაში ზიხარ. მე სამსახურში მივდივარ, ჯინსები მაცვია, მოკლე თმა მაქვს და სკამზე ფეხებაკეცილი ვზივარ. თვალებიც შავად მაქვს ჩახატული და სახე არ მაქვს მოღუშული. შუახნის ასაკის ქალებს ადგილს არ ვუთმობ და ავლაბრის აღმართზე პირჯვარს არ ვიწერ უწყვეტ რეჟიმში. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ბოზი. გამარჯობა, შენ ჩემს სამსახურში დაცვად მუშაობ. მე ყოველდღე ღიმილით [...]

Read Full Post »

პროლოგის მაგივრად: თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რომ ნიჭიერის მეორე სეზონი დაიწყო, გილოცავთ, თქვენ მსოფლიოს მასშტაბით იმ 200-მდე ადამიანის რიცხვში შედიხართ, რომელიც საკუთარი სურვილითაა გაყინული და ელოდება როდის გაალღობენ. როგორც ხდება ხოლმე, ფილმის ტრეილერი ფილმზე უკეთესია, გადაცემის პრომო – გადაცემაზე, სოფო მაიკოს სჯობია, ვანო კი ნიკა მემანიშვილს. თავი I – წამყვანები ის, რომ თიკა [...]

Read Full Post »

ჩემს თაობაში [შეიძლება ყველა დანარჩენშიც, უბრალოდ მე ჩემს თაობას ვაკვირდებოდი] ძირითადად სამი ტიპის ადამიანები არსებობდნენ: ა – ისინი, ვინც მშობლებს უჯერებდნენ. ბ – ისინი, ვინც მშობლებს ებრძოდნენ. გ – ისინი, ვინც მშობლებს ატყუებდნენ. ა ტიპის ადამიანების განხილვა დღეს [და ალბათ არც დანარჩენ დროს] არ გვექნება. ადამიანი, რომელსაც არანაირი პროტესტის გრძნობა არ უჩნდება, როცა საშუალოდ 20 [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,150 other followers